ფალოსზე დახამებულნი…

ამ პოსტის დაწერის მიზეზი მეტროში, მასწავლებელთა დიალოგი გახდა.

– რა ვქნა, მუშაობა აღარ მინდა. ამნაირი უზრდელი თაობა ამდენი წელია ვასწავლი და ჯერ ამნაირ უზრდელი თაობა არ ყოფილა…
-ჰო. ამასწინ ვეკითხები, მეათეკლასელ გოგოს: კარგი , სწავლა არ გაინტერესებს, ვიცი, მაგრამ ცხოვრებაში რამე გაინტერესებს საერთოდ? ” -მეთქი? და იცი რა მიპასუხა? ”მამაკაცის სხეულის ერთი ორგანოო”… … …

მე ჯერ გამეცანა, ცოტა უადგილოდ, მერე კიდევ, რომ დავფიქრდი,მივხვდი, არც არაფერია ამაში სასაცილო, ალბათ, უფრო – პირიქით… არც ის იფიქროთ, ამ მეათეკლასელის ”ინტერესებს” ყველაზე ვაზოგადებდე, მაგრამ თუნდაც იმ რიგითი მასწავლებლის სიტყვებიდან, კარგად შეიძლება დანახვა, თუ რა აინტერესებს დღეს ქართველი მოზარდების დიდ ნაწილს. ლტოლვა საპირისპირო სქესის მიმართ, მართალია ბუნებრივია, მეათე და მეცხრე კლასებშიაც და ბაღის ასაკშიც, მაგრამ როდესაც მოსწავლის ერთადერთ ინტერესად სექსუალური ვნებების დაკმაყოფილებაღა იქცევა, გაუმართლებელია. აღარაფერს ვამბობ ზემოდანაც და ქვემოდანაც ფაქტიურად განადგურებულ განათლების სისტემაზე, რომელიც სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილზე არა სწავლისაკენ, არამედ ერთმანეთის თვალების ” ჟუჟუნისკენ” უბიძგებს. წიგნი და სწავლა-განათლება ჯერ მეათე, მერე კი მეასეხარისხოვნად იქცა და ბოლოს პორნოსაიტებმა ჩაანაცვლა. აღარაფერს ვამბობ ბოლო წლებში, გოგონებში მომხდარ გარჩევებზე, რომლებიც ხშირად მსხვერპლითაც დასრულდა და რომელთა მიზეზიც უმეტეს შემთხვევაში, ბიჭის ”ვერ გაყოფა” გახდა… იმ ბიჭის, რომელიც ალბათ ამ გოგონების ჩხუბით და სეირით ”ტკბებოდა” და მარტივად რომ ვთქვათ ორივენი ”ფეხებზე ეკიდა”. ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ ასეთი გოგონა, როგორც წესი ”ინტერესის” გულისთვის გათხოვდება 16-17 წლის ასაკში და როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება, ოჯახი მაქსიმუმ 2 წელიწადში დაინგრევა… (რამდენიმე მაგალითი მე თვითონ ვიცი).
არასოდეს ვყოფილვარ მორალისტი და ალბათ არც არასოდეს ვიქნები, მაგრამ ყველაფერი არასწორი ფასეულობების , ან სულაც ფასეულობების უქონლობის ბრალია. პრობლემა არა მხოლოდ ადამიანში, არამედ საზოგადოებაშია მთლიანად. საზოგადოებაში, რომელიც თანდათან ინდიფერენტული, ნიჰილისტური და ყალბი ხდება. კი ბატონო, იფიქრეთ და და(ვ)კავდეთ სექსით, მაგრამ ნურც სხვა რამეებს დაივიწყებთ. ჩემი აზრით, უსიყვარულო სექსი ფასეულობა და მით უმეტეს ერთადერთი ფასეულობა ნამდვილად არ არის… და ქართველი გოგონების ”მხურვალე” ნაწილს ვეტყოდი, რომ ფალოსზე დახამება არას გარგიათ… გაიხედეთ, ცხოვრება მშვენიერია!!!

პ.ს. ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს. მე უბრალოდ ჩემი სათქმელი ვთქვი, რომლის უთქმელობა ვერ მომასვენებდა.

Advertisements

23 thoughts on “ფალოსზე დახამებულნი…

    • მეც შეიძლება ითქვას აღნიშნული ”კულტურული” სექსის მომხრე ვარ და ალბათ ჩანს კიდეც პოსტიდან : )

  1. wow. ალბათ გასაკვირი არცაა, როცა 16-17 წლის გოგონა ილტვის საპირისპირო სქესისკენ. ეს ჩემი აზრით ნორმალურია. ჩხუბი ამის გამო ახალი რამეა. თუმცა როგორც თქვი იყო ამის გამო მსხვერპლი. სწავლა? ვისაც უნდა ის სწავლობს, დამიჯერე. ვისაც არა და … ფალოსი აინტერესებს. ჰე, ჰე. განათლების სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა ახლა რაც საერთოდ ყოფილა. რაც შეეხება ფასეულობებს ვერ გეტყვი. აღზრდის ბრალია უფრო. შენ ევროკავშირში რომ შევალთ მერე ნახე… ისე სათაური ძაან ყვირის. მაგარია

    • ”სწავლა? ვისაც უნდა ის სწავლობს, დამიჯერე.” – გეთანხმები, მაგის მაგალითად საკუთარი თავიც გამომადგება. განათლების სისტემას რაც შეეხება, ამდენი ექსპერიმენტები რომ არ ჩაატარონ, უმჯობეი იქნება…
      აი ევროკავშირში როდის შევალთ, ძნელი სათქმელია და მანამდე რა მოხდება კაცმა არ იცის : )

  2. აღარაფერს ვამბობ ზემოდანაც და ქვემოდანაც ფაქტიურად განადგურებულ განათლების სისტემაზე, რომელიც სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილზე არა სწავლისაკენ, არამედ ერთმანეთის თვალების ” ჟუჟუნისკენ” უბიძგებს

    ისე, ამას რაზე დაყრდნობით ამბობ?

    • 1 წელიც არაა , რაც სკოლა დავამთავრე და კარგად ვიცი რაც ხდება. ისე გაკვითილებზე სიარულიც გმირობა იყო მაშინ… და ვამბობ იმ ექსპერიმენტებიდან გამომდინარე, რომლებმაც სკოლა ”გატანჯა”… საპილოტე პროგრამები, ყოველ წელიწადს შეცვლილი წესები , საბუნებისმეტყველო საგნების ”ამოგლეჯა” ცხრილებიდან და საათების განახევრება… ახლაღა მიხვდნენ შეცდომებს, რომლებიც მიიღეს. ახალი ”გრანტების გაცემის წესიც” გაიხსენეთ…

      • tamaRa შეიძლება გკითხო, რა ვერ მოგხვდა თვალში კარგად? 🙂 ცოტა ვერ მოვხვდი, რას გულისხმობ.

  3. მშვენიერია ესე რომ გაშფოთებთ დღევანდელი ქართველი გოგონების მორალური მხარე და სამყარო, მაგრამ იმაზე არ დაფიქრებულხართ, რომ იმ გოგოს რომელიც ვითომ და ”ფალოსზე დახამებულია” ასე ძაან რომ სდომებოდა ამ თავის დახამებასაც და სურვილისამებრ კარგ სწავლასაც ძალიან კარგად შეასთანხმებდა…??? და თუ არ უნდა, ან თუნდაც უბრალოდ ამის გონებრივი შესაძლებლობები არ აქვს, რა თქმა უნდა, უნდა გადაიტანოს თავისი ყურადღება სხვა ამეზე და რატომაც არა იმაზე, რაც ადამიანს ოდითგანვე მოსდევს და მის ბუნებაში ზის??

    • ”მაშფოთებს” მაინც ვიტყოდი, რომ ხმამაღალი ნათქვამია, მე ზოგადად პრობლემაზე აღვნიშნე და ვისაუბრე. მე არ ვამბობ, რომ ზოგადად ვინც სწავლობს საერთოდ არ იხედება მამაკაცისკენ, ან პირიქით. და იმდენი გონებრივი შესაძლებლობები თუ არა აქვს მოსწავლეს, რომ არ შეუძლია ფალოსის გარდა სხვა რამეზე იფიქროს, მეათე კლასში რაღა უნდა? ბოლო-ბოლო წერა კითხვა ხომ იცის, რომ ჩათში და ა.შ. ბიჭს მისწეროს?! გამოვიდეს და სხვას მაინც ნუ შეუშლის ხელს … 🙂

  4. უკაცრავად, მაგრამ სხვას რითი უშლის ხელს?? სხვებს ელაპარაკება, აცდენს და ა.შ.??? კარგი რაა, უბრალოდ სისულელეა, ვისაც არ უნდა არ შეიცდენს თავს და ეგ არის… და ასეთი ”პრობლემები” იყო, არის და ყოველთვის იქნება… არც ჩვენი დედების, ბებიების და კიდე 5 საუკუნის წინ იყვნენ წმინდანები, უბრაოდ ეს ყველაფერი ბევრად უფრო დაფარული და ”გასაიდუმლოებული” იყო… მე არ ვიცავ და არც მომწონს დღევანდელი მდგომარეობა, უბრალოდ ვცდილობ სხვა მხარეც განვიხილო…

  5. არც ჩვენი დედების, ბებიების და კიდე 5 საუკუნის წინ იყვნენ წმინდანები, უბრაოდ ეს ყველაფერი ბევრად უფრო დაფარული და ”გასაიდუმლოებული” იყო… +1… მაგრამ თქვენ რომ თქვით, თუ გონებრივი შესაძლებლობები არ აქვთ-ო, მაშინ მე ვერ ვხედავ მასეთი მოსწავლის სკოლაში ყოფნის აუცილებლობას. მხოლოდ ატესტატისთვის სკოლაში არ უნდა იარო, ისევე როგორც უნივერისტეტში დიპლომისთვის მხოლოდ. შენ კი, არ ”შეიცდენ თავს,” მაგრამ რთულია 15 კაცი რომ საუბრობს კლასში და ამ დროს შენ რომ მასწავლებლის მოსმენა გინდა…

  6. გეთანხმები, რთულია, მაგრამ თუ რამე ძალიან გინდა, მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებ, ხოდა ვისაც სწავლა უნდა მიუჯდეს უფრო ახლოს მასწავლებელს და ისინი კიდე ვინც მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობენ ცალკე იყვნენ, თუ მოესურვებათ მხოლოდ გაკვეთილის მსვლელობისას ან სამთავრების შემდეგაც:) ცხოვრებაში ყოველთვის იქნება ორივე ტიპის ადამიანი და მათ უბრალოდ უნდა ისწავლონ თანაარსებობა, ისე რომ მიზერულად შეუშალონ ხელი ერთმანეთს…

  7. თავს არ ვიქებ, მაგრამ მე შევძელი. სწორედ იმით, რომ ახლოს ვეჯექი მასწავლებელს… 🙂 მაგრამ ყველას ეგ არ შეუძლია.
    ერთსაც ვიტყვი და დავასრულებ: სკოლა ”საყოველთაოა” და არა ” სავალდებულო”, ასე რომ, ვისაც განათლების მიღება არ უნდა, იქ ძალით არ აჩერებენ. სკოლა თავშესაფარი არ არის :)))))

  8. იაროს ვისაც უნდა ნეტა შენ რა… შენ ხო უკვე შეძელი, ამის შემდეგ სხვა გამოჩნდება ვინც შენნაირი მაგადი იქნებაა :):):):)

  9. აუფ :\ ნამეტანი კრიტიკული ხარ ხო იცი შენა 🙂 არა მგონია ეგრე ცუდად იყოს საქმე.
    სექსი უყვარს ყველას, ყველას უყვარს სექსი 🙂

    • სექსი ვის არ უყვარს კაცო, გეთანხმები :)) უბრალოდ , როცა სექსი ხდება ცხოვრებაში ერთადერთი ”მიზანი” და სურვილი, მგონი ეს ტვინში არსებულ დარღვევებზე მეტყველებს 🙂
      პრინციპში ჩემ კრიტიკულობაზეც უნდა დაგეთანხმო:))

  10. ამის რეცეპტი იმის გაცნობიერებაა, რომ ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა სექსი. სექსუალური თავისუფლების პირობებში 16–17 წლის გოგონები აღარ გათხოვდებოდნენ. უბრალოდ, ქართველ ბიჭების უმეტესობა იმდენადაა დახამებული საქალწულე აპკს და ამაში ხედავს სიწმინდეს, რომ არ ჰგონიათ, საქალწულე აპკის შენარჩუნებითაც შეუძლია გოგოს ბოზი დაჩათლახი იყოს. ბოლოსდაბოლოს, პირველ ღამემდე ორი დღით ადრე ამოიკერავს და ისეთს მიართმევს პარტნიორს საკუთარ თავს როგორიც უნდა იმას.
    წარმოიდგინე ადამიანი რამდენ დღეს გაძლებს მწყურვალი, ალბათ, 7–ს, სექსის გარეშე კი ვალდებულია გათხოვებამდე გასძლოს 40 წლის ასაკშიც კი ქალიშვილი უნდა იყოს. და მაინტერესებს, თუ ადამიანმა წყურვილის გრძნობა უნდა მოიკლას, რატომ არ შეიძლება სექსის სურვილი დაიკმაყოფილოს (რა თქმა უნდა, ბოზობას არ ვგულისხმობ).
    დასავლეთში იმიტომ არ თხოვდებიან და ქოწინდებიან 16–17 წლის ასაკში რომ მათი პრიორიტეტები ბნებრივი მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობით არა აქვთ გათვლილი.

    • ”სექსუალური თავისუფლების პირობებში 16–17 წლის გოგონები აღარ გათხოვდებოდნენ.” – გეთანხმები … ეს ხომ საქართველოა და სამწუხაროხ, ასე ხდება. გათხოვების მიზანიც ამ ასაკში სწორედ სექსია და არა თბილი ოჯახი… 🙂

  11. So what????? ვისაც რაზე უნდა იმაზე არის დახამებული და keep your მორალი თქვენთვის :@

    • მისტერ საფარიძე, ვერ ვიტყვი , რომ მორალისტი ვარ, მაგრამ დახამება? არა რა 🙂

  12. მხოლოდ საქართველოში: გოგონა ქალიშვილია, მაგრამ ჟიმაობს! :)))))))))) ეს ქალიშვილობის ინსიტუტის შედეგია და “კულტურულ სექსზე” (თუმცა ვერ მივხვდი ამის მნიშვნელობას ბოლომდე :დ) ცოტა სხვანა ირი წარმოდგენა აქვთ ასეთ გოგონებს.

    • მხოლოდ საქართველოში: გოგონა ქალიშვილია, მაგრამ ჟიმაობს!

      100% სიმართლეა 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s