”დასავლეთის ექსპრესი” და ქუთაისური იუმორი ავტობანზე…

მას მერე, რაც არაერთხელ ნახსენები გამოცდები მოვილიე, გეზი დასავლეთისაკენ ავიღე და ქუთაისისაკენ გავეშურე. ბილეთის აღებისთანავე, მგზავრთა კონტინგენტის გათვალისწინებით მივხვდი, რომ წინ მხიარული მგზავრობა მელოდა. ჩემი მოლოდენები სავსებით გამართლდა, ჰოდა მინდა, ცოტა თქვენც გაგამხიარულოთ და ქუთაისური იუმორის ”მარგალიტები” გაგიზიაროთ… მაშ ასე:
პირველად იმაზე ვიხალისე, ჩემ წინ მჯდომმა შუახნის მანდილოსანმა, შავი პოლიეთილენის პარკიდან ზამთრის ფაჩუჩები რომ გააძრო. თავიდან ვერ ვიჯერებდი, მაგრამ მერე ჩექმები რომ წაიძრო და ოთახის ჩუსტები რომ შემოიცვა, ყველაფერი ცხადი გახდა… ისე ეგ არაფერი, მაგრამ სწორედ ამ ქალბატონმა გამამხიარულა ყველაზე მეტად. მეორე მანდილოსანმა, რომელიც ქუთაისთან ახლოს, თურმე დაკრძალვაზე მოდიოდა, მოინდომა, გინდა თუ არა მცხეთაში , ავტობანზე უნდა ვუყიდოო ყვავილები მიცვალებულს… ”იქ კაი ყვავილები აქვთ” და უფრო ”დაბალი ხარისხის თაიგულს, მიცვალებულს ვერ ვაკადრებო”. ამ ქალბატონს ყვავილების არჩევა და შეფუთვა ზომაზე მეტ ხანს რომ გაუგრძელდა, ფაჩუჩებიანმა ბებომ მძღოლს საშინელი ყვირილი აუტეხა და განუცხადა : ”საფიჩხიაზე ვარ წასასვლელი (ამ ქალს საფიჩხია ალბათ ქუთაისი არ ეგონა) და შენ რო ნაშვაღამებს ქუთაისში ჩახვალ, მერე საფიჩხიაზე ვინღა წამიყვანსო… ქალი არ ვიყო, თუ მარშუტკიდან ფეხი ჩამოვდგა,სანამ ბოლომდე არ წამიყვანო…” ამაზე არანაკლებ ენაკვიმატმა მძღოლმა უპასუხა : ” კაცი არ ვიყო, თუ ჩემი სტუმრობა ძვირი არ დაგიჯინეო”… უკან კიდევ ერთი ახალგაზრდა ბიჭი იჯდა და ფანჯრიდან გასძახა ყვავილებზე ჩასულ ქალს : ” მა ყვავილებს შეფუთულს მიუტან მქვტარს, თუ შოუფუთავს, რა აზრი აქ, ი საწყალი მაინც ვერაფერს გეიგებსო.” : )
როდის იყო და როდის არა, ყვავილებიანმა ქალმაც ამოაღწია, რომელსაც თაიგულში, არც მეტი არც ნაკლები, 59 ლარი გადაუხდია.
ამაზე მძღოლი გაეღადავა, ”რავა მეიკალი თავი მა ვავილებისთვის, 5 ლარათ მაგაზე უკეთეს ყვავილებს მე გაყიდიებდიო”…
მოკლედ, უფროსმა თაობამ რომ ძლივს მოითავა ოხუნჯობა, ჯერი ჩემ უკან მჯდარ ახალგაზრდებზე მიდგა. ისე უნდა გამოგყდეთ და მტრისას თუ ორი ქუთაისელი ბიჭი დაჯდა თქვენ სიახლოვეს. 🙂 შესაძლოა იმდენი იჭორაონ, თან უაზრო თემებზე, გული შეგიწუხდებათ… ეს თემები კი იცოცხლეთ, იმდენიაა…. დაწყებული ქურდული სამყაროს ამბებით, დამთავრებული მართკუთხა სამკუთხედის ჰიპოტენუზა-კათეტების განხილვით. ეს ჩემი ცოდვით სავსეები კიდევ ვინმე ”კახაიას” წარუმატებელ ნადირობაზე საუბრობდნენ, რომელმაც თურმე ბატებს თუ იხვებს 7 ტყვია დაუმიზნა და შვიდივე ააცილა. ”აუ სიმონ, კახაიამ დამირეკა, სანადიროდ ყოფილა თურმე წასული და შვიდი ტყვია ოუცილებია ბატისთვის მა დებილს”… მეორემ ამაზე მეტად შთამბეჭდავად უპასუხა: ”აუ კახაიას ადგილზე ვიყო , კოვზით ამევიჩიჩქნიდი გულს და ერთი წამი არ ვიცოცხლები თავსო :))
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ქუთაისში მშვიდობით ჩავაღწიე, იმდენი კაი ხანია აღარ მიცინია 🙂 რა გამაცინებდა, როცა ზღვა საქმე მქონდა უნიდან დაწყებული სახლით დამთავრებული…

პ.ს. იმედი მაქვს, მოგეწონათ ეს პოსტი. ზოგს ალბათ საკუთარი ქალაქიც გაგახსენეთ. ბუნებრივია, მე არ შემიძლია ყველაფერი ისე გადმოვცე, როგორც იყო და როგორი იუმორიც ქუთაისელებს ახასიათებთ… ქუთაისური იუმორი ლაივში უნდა მოისმინო, რომ შეიგრძნო და რომ ”დატკბე”… :))

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s