დომხალიზაცია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე… :|

პირველი თებერვლის და საერთოდ მთელი საგამოცდო ციებ-ცხელების გადაგორების შემდეგ, მინდოდა ნანატრ თავისუფლებასა და არანაკლებ სანატრელ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე ჩემ დარჩენაზე დამეწერა, მაგრამ ის, რაც გამოცდის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მოხდა და ხდება, ყოველგვარი სიხარული დამიკარგა და ამჯერად სხვა თემაზე, საერთაშორისოს მიმართულებაზე არსებულ დომხალიზაციაზე ვწერ.
ჩვენი კურსისათვის გამოცდები 10 იანვარსვე დაიწყო და პირველივე გამოცდა საერთაშორისო ურთიერთობების შესავალში გვქონდა. წესისამებრ, გამოცდის შედეგები 2 კვირაში უნდა ყოფილიყო ცნობილი, მაგრამ იანვარიც მიიწურა და პასუხები კვლავაც არ ვიცოდით. პირველი იანვრის საღამოთი მიმართულების ტუტორისგან ”სასიხარულო” შეტყობინება მივიღეთ, გამოცდაზე 90 კაციდან 40-ის ჩაჭრის შესახებ. ბუნებრივია, ამნაირმა შედეგმა მეც, ალბათ ისევე როგორც მთელი კურსი , გამაკვირვა. გუშინ, აპელაციებიდან გამოსული სტუდენტების ნათქვამმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. არც მეტი არც ნაკლები ჩვენ ფრიად პატივცემულ და დაფასებულ ლექტორებს კითხვების გასწორება ნაშრომებში ”გადაავიწყდათ” ან მთლად უარესი დაეზარათ. 😐 ასეთი ნაშრომი კი მერწმუნეთ ერთი და ორი ნამდვილად არაა. თან ნაწერებსაც გააჩნია, როცა სტუდენტს მიმართულებაზე მოსახვედრად 21 ქულა სჭირდება და ჰყავს 19, სჭირდება 19 და უწერია 17, ანაც 17 ქულა სჭირდება და დაუწერეს 15. ამნაირი მაგალითებით კი 110 კაციანი მიმართულების სტუდენტთა შედეგების ცხრილში მრავლად წააწყდებით. ჩემში ეს ყველაფერი იწვევს საფუძვლიან ეჭვს, ხომ არავინ ცდილობდა ამ სტუდენტების ”ჩაძირვას” და არმოხვედრას საერთაშორისო ურთიერთობებზე. ჩვენთვის, პირველკურსელთათვის, რომლებმაც უნივერსიტეტში 4 წელი კიდევ უნდა გავატაროთ, სრულიად მიუღებელია ის არგუმენტი, რომ ლექტორებიც ადამიანები არიან და მათაც რამე შეიძლება შეეშალოთ. არანაირი შეშლა არ იმალება იმის მიღმა, რომ სტუდენტს 15-დან 4 კითხვას არ გაუსწორებ და ისე ”ახარებ” შედეგს, რომლის გასაგებადაც მთელი 1 თვე აყურყუტებ. ჩვენში ეს ასევე იწვევს საფუძვლიან ეჭვს იმის თაობაზე, სწორდება თუ არა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდები ანონიმურად. გამოგიტყდებით და ამის მას მერე არ მჯერა, რაც იმ ზემოთნახსენებ შედეგების ცხრილს გადავხედე. არაერთი სტუდენტი, სრულიად უსაფუძვლოდაა დაყინული 70 ქულაზე (გადასვლისთვის საჭიროა 71) და ესენი არიან ის სტუდენტები, რომელთა კითხვების ნაწილი არაა გასწორებული. ან არის გასწორებული და დაწერილი 0,8 ქულა გადაკეთებულია 0,3-ად. არადა ეს 0,5 ქულა შესაძლოა ბევრის შემცვლელი აღმოჩნდეს სტუდენტისათვის.
ჩემთვის, ჩვენთვის მიუღებელია ასეთი უსამართლობა. უსამართლობა, რომელსაც ლექტორთა არაკომპეტენტურობაც ერთვის თან. სტუდენტს და მით უმეტეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელიც აქ თავისი ცოდნით ხვდება, უნდა აძლევდე ევროპულ განათლებას და არ ართმევდე და არ უკარგავდე შედეგს. უნივერსიტეტში ყველაფერი პირიქით ხდება. დღეს მართლაც შეიძლება თქმა იმისა, რომ ძველი უივერსიტეტისაგან აჩრდილი დარჩა. ისეთი არაკომპეტენტურობა, უპასუხისმგებლობა, უსამართლობა და მარაზმი, რაც დღეს უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე ხდება არის ალბათ მართლა უპრეცენდენტო. ასეთ უნივერსიტეტს ალბათ ფერმა აჯობებს, სადაც ბატებს მაინც უვლიან. ჩვენს სისტემას , რაც უნივერსიტეტშია, კი იმის ძალაც არ შესწევს, სტუდენტს მოუაროს და მასზე იზრუნოს. პირიქით, მას ყველანაირ იმედს გადაუწურავს და არნახულ უსამართლობას დაანახვებს… გამოსავალი უნივერსიტეტის გამოსწორებაშია, მაგრამ თუ ეს გამოსწორება ზემოდან არ დაიწყო, ეს გამოსწორება შესაძლოა ქვემოდან დაიწყოს.
ყველაფრის სათავე კი იცით რაშია? სტუდენტები კონფორმისტებად და უაზროდ კარიერისტებად ვიქეცით არადა ყველა ნორმალურ ქვეყანაში პირიქითაა. სტუდენტობა უნდა იყოს ის ძალა, რომელიც ქვეყანას თავისი ახალი სისხლით გამოკვებავს და წაიყვანს მას სწორი მიმართულებით, რომელიც უნდა თანხვდებოდეს ლიბერალური განვითარების გზას… და ეჭვგარეშეა, რომ ამ სტუდენტური ძალაში ლომის წვლილი თსუ-ს სტუდენტებს ეკუთვნით. უბრალოდ, არასოდეს უნდა დავხუჭოთ თვალი არსებულ უსამართლობებზე ,გავიზიაროთ ერთმანეთის გასაჭირი, რადგან შემდეგი მსხვერპლი შეიძლება ჩვენ ვიყოთ. ნუ ვაქცევთ ჩვენს მიმართულებას და საერთოდ უნივერსიტეტს დომხალიზაციის სავანეს… ნუ ვაქცევთ ”ცოდნის ტაძარს” ”უსამართლობის ტაძრად”…
მე ალბათ პირველად ამ დღეებში დავფიქრდი იმაზე, რომ უნივერსიტეტი ჩემი ტკივილია…

P.S. მართალია, დღეს უსამართლობა მე არ მიწვნევია საკუთარ თავზე, მაგრამ მე თქვენ გვერდით ვარ მეგობრებო!!! და სიამოვნებით გიხილავთ ღირსეულ ს.უ.-ის ბავშვებს საერთაშორისო ურთიერთობებზე…(!)

13 thoughts on “დომხალიზაცია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე… :|

  1. sruliad getanxmebi oto…. me ar gavasachivre magram darwmunebuli var rom sadgac 5 kitxva mainc ar gauswurobiat chems nawershi… 25s rom elodebi adamiani da 14s dagiweren… gadameorebisas exla agvidgine 8-9 sakitxi romelic namdvilad amomwuravad da 2 qulaze mewera, es ki 16-18 qulaa darchenili kitxvebic ki rom ar gavitvaliswinot… eseti ragac uniersitetshi da tan TSU-shi ar unda xdebodes…

  2. es bavshvi aris 100%iani, bodishit magrm trakebs ro isqeleben da yavis smis mets araketeben arapers, da karebs ver sheugeb administracias imito ro misdgemchi shesvenebaaqvt. ar sheileba ase, martalia tundac mag mimartulebaze aris erti ori adamiani vinc martla studentis gverdze dgas, magram mtlianadaa sistema chamyayebuli da ukve suni azdit. pirdapiri da gadataniti mnishvnelobit!

    • ადმინისტრაციასთან თუ სხვა ”ინსტანციებში” უნივერსიტეტის, მართლა ვერ შეხვალ… და გეთანხმები, სულ შესვენება აქვთ… და ეს ალბათ, არა მარტო მათი, არამედ ჩვენი ბრალიცაა…:|

  3. ert dros mec zustad am usamartlobas vemsxverple, rodesac lektorma jer kolo-ze sashinlad mogvatyua da mere zustad 2 qula xelovnurad damaklo.axla me4 kursze var da madlobas vuxdi am lektors, imitom rom iset tvinis gamyinav da lamis zust mecnierebad gadaqceul mimartulebas rogoric s.u.-a, gadamarchina.

  4. მერაბინოო, კი პირველკურსელი ვარ 🙂 და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, საერთაშორისოზე დავრჩი… ამდენ ხანს მიხაროდა, ახლა უკვე -ნაკლებად…

    • სალომე, მე იმედი მაქვს, რომ ცოტათი მაინც გამოსწორდება სიტუაცია… და ისევ ასეთ უსამართლობებს არ იკადრებენ. თვალების ახვევის უფლება კარგა ხანია მიცემული აქვთ , და არც არავინ აპირებს ამ უფლების ჩამორთმევას : (

  5. მეგობრებო, თქვენ ისწავლეთ, არ იზარმაცოთ და თქვენს უფლებებს ვერავინ შელახავს ხელაღებით. otius შენ კი თუ მასე ფიქრობ ესეიგი ჩვენში დამკვიდრებული ცრუ წარმოდგენების (ს.უ. ყველაზე მაგარია) მსხვერპლი ხარ. ის რასაც გასწავლიან თუ გესმის კარგად და მითუმეტეს გაინტერესებს შენსას მიაწექი და დაივიწყე, რომ ”სხვაგან მოხვდი”

  6. woland მერწმუნე მართლა არ ვარ ცრურწმენების და ცრუ წარმოდგენების მსხვერპლი, მით უმეტეს ამ შემთხვევაში… ს.უ. მაგარი კი არა, ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი საქმეა, რომელიც არც კი იცი რითი დამთავრდება…
    პ.ს. ”სხვაგან” მოვხვდი არასდროს მიფიქრია, ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო :))

Leave a reply to otius კომენტარის გაუქმება