რელიგია- სულისათვის ლოცვა თუ დიდი პოლიტიკა?

ბოლო დღეებში საზოგადოებაში განსხვავებული აზრები გაჩნდა თურქეთთან მოლაპარაკებების თაობაზე, რომელიც შეეხება ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული 4ქართული ტაძრის აღდგენას… მათი აღდგენის სანაცვლოდ, თურქული მხარე მოითხოვს აღდგეს რამდენიმე მეჩეთი და ერთიც ხელთავიდან აშენდეს (ბათუმში, აზიზიეს მეჩეთი)… მოცემული შემთხვევაც ამტკიცებს თუ რაოდენ დიდია რელიგიის ფაქტორი პოლიტიკაში და რომ რელიგია უკვე ლოცვას კი არა, დიდი პოლიტიკისათვის ბიძგის მიმცემს ნიშნავს.
რელიგია ყოველთვის იყო ხალხის თვითშეგნებისა და ტრადიციების მაფორმირებელი. თვითონ თურქი-სელჩუკებიც კი ისლამს თავიანთი ეროვნული იდენტობის მთავარ წყაროდ თვლიდნენ, რადგან მათ არ გააჩნდათ სახელმწიფოებრიობის გამოცდილება (განსხვავებით არაბთაგან და სპარსელთაგან) და ამდენად,მაჰმადიანური რწმენა მათთვის ეროვნების მთავარი განმსაზღვრელი იყო. თავის დროზე, როცა ისლამი შეიქმნა, წინასწარმეტყველ მუჰამედის უმთავრეს მიზანს სწორედ დაქსაქსული არაბების გაერთიანება და შემჭიდროება წარმოადგენდა.
რაღა შორს წავიდეთ და საქართველოს ისტორიიდანაც ამისთვის მშვენიერი მაგალითები მოგვეპოვება. ლუდოვიკო მე-14-ს კარზე დახმარების სათხოვნელად წასული სულხან-საბაც მზად იყო მთელი საქართველოს გაკათოლიკება შეეთავაზებინა ”მეფე მზისათვის”, ოღონდაც მას რაიმეთი ეშველა ვახტანგ მეექვსისთვის… ვფიქრობ, ბევრი ვინმე იმ პერიოდში არ დაეძებდა მართლმადიდებლობის შენარჩუნებას საქართველოს ირანელთაგან გამოხსნის სანაცვლოდ. პოლიტიკა ზოგჯერ მკვეთრად უპირისპირდება სულისათვის ლოცვასა და ოხვრას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, თუ დახმარების მიღება რეალური იქნებოდა, მე არ შევეწინააღმდეგებოდი სულხან-საბას აღთქმას, მიმართულს ევროპელი მონარქისადმი. ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, გადაჭრით ვამტკიცოთ საბას გადაწყვეტილების არამართებულობა.
ალბათ რელიგია და ამ რელიგიის მიერ დანერგილი ღირებულებების ერთგულებისთვის დაუბარა ვახტანგ გორგასალმა ქართველებს : ”სიყუარულსა ბერძენთასა ნუ დაუტევებთო.” ბერძნული , ანუ ქრისტიანული რელიგიის ერთგულება იყო მთავარი, რაც ქართლს აარიდებდა სპარსეთის გავლენას. სწორედ ამიტომაც ცდილობდენ სპარსელები თავიანთი სარწმუნოების საქართველოში (და არა მარტო აქ) ცეცხლით და მახვილით დანერგვას. აბო თბილელის წამებაც რომ განვიხილოთ, ვნახავთ, რომ არაბებს იმდენად მათი თანამემამულის ”მცდარ” რწმენაზე გადასვლა კი არ ანაღვლებდათ, არამედ ის, თუ რას მოუტანდა ეს მათ გეგმებს საქართველოს მიმართ…. გიორგი მერჩულეს აზრით, ქართლი არაა მხოლოდ ეთნოგრაფიული ერთეულია., მისი ცნობილი სიტყვებით : ”ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების.” ამ შემთხვევაში ნათლად ჩანს, რომ სარწმუნოება და ის, თუ სადამდე ვრცელდება ქართული ეკლესიის საზღვრები (იურისდიქცია), განსაზრვრავს საერთოს სახელმწიფოს, ქართლის ცნებას. (ეკლესიის და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულებაზე ქვემოთ ვიტყვი ორიოდ სიტყვას)
მსოფლიო ისტორიიდან არაერთი რელიგიური ომია ცნობილი. ის ძარცვის და გამდიდრების სურვილიც კი, რომელიც ევროპელებს მეთერთმეტე საუკუნეში გააჩნდათ, რელიგიურ საბურველში გაეხვია და შედეგად მსოფლიომ 8 ჯვაროსნული ლაშქრობა მიიღო. ბუნებრივია, დასავლელთათვის გამდიდრებასთან ერთად პოლიტიკური ძლიერების გაზრდა უფრო იყო მთავარი, ვიდრე მაცხოვრის საფლავის ”უწმინდურთაგან” გამოხსნა. გავიხსენოთ თუნდაც კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების გავლენაც იუგოსლავიის ამბებში. რელიგია იქცევა მთავარ დამპირისპირებელ ფაქტორად და ადამიანებზე ზრუნვისა და ჰუმანიზმის ნაცვლად, პირიქით ეკლესია ჩადის გამოუსწორებელ დანაშაულებებს ადამიანთა წინაშე, იგი წამქეზებლად ევლინება (უმეტეს შემთხვევებში) დაპირისპირებულ მხარეებს და კონფლიქტს უარესად ამწვავებს. ‘ თუნდაც მეორე მსოფლიო ომის დროს,… "დახოცეთ გერმანელები — დახოცეთ ისინი", — განაცხადა ლონდონის ეპისკოპოსმა… მეორე მხრივ, კი კიოლნის ეპისკოპოსიც უბრძანებდა გერმანელებს ''სახელითა ღვთისათა'' დაეხოცათ და ამოეწყვიტათ ინგლისელები… ასეთ შემთხვევებში, ძნელია ისაუბრო რელიგიის იმ პირვანდელ დანიშნულებაზე, რასაც სულისთვის ლოცვა და გადარჩენა ჰქვია… (თუკი საერთოდ ჰქონდა მას ეს დანიშნულება თავიდან).
საერთო სარწმუნოება გახლდათ ის ფაქტორი, რომლის გამოც ერეკლე მეორემ არჩევანი რუსეთზე შეაჩერა და ისევ იმ სარწმუნოების რუსი ბომბავდა საქართველოს სოფლებსა და ქალაქებს აგვისტოს ომის დროს. ამ დროს ან ერთი ან მეორე მართლმადიდებლის მხარესაა სიმართლე, თუმცა მაინც ორივე მხარე ღმერთს იმოწმებს თავისი სიმართლის დასამტკიცებლად.
რელიგიურმა მიკუთვნებულობამ და დაპირისპირებამ წარმოშვა კარგად ცნობილი ''ბართლომეს ღამეც… და ევროპაში პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შორის გაუთავებელი დაპირისპირება. სხვადასხვა ქვეყნები კარგად იყენებდნენ რელიგიურ ფაქტორს ყოველი დაპირიაპირების დროს და ამ დროს, არც ერს და არც ბერს (ალბათ არცერთი მხრიდან) არ აჯავრებდა ის, რომ ამით უფრო დიდ და ძნელად მოსაშორებელ ცოდვას ჩადიოდნენ. არც მაშინ ახსოვდა ვინმეს სულზე ზრუნვა. მთავარი მაშინაც და ახლაც პოლიტიკაა.
ზემოთ ვთქვი, რომ ვიტყოდი სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულებაზეც. ვიქტორ ვიტიუკი თავის ნაშრომში ამბობს, რომ : ”ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობაში ცენტრალური პრობლემაა მისი სახელმწიფოზე დამოკიდებულება ან დამოუკიდებლობა. ამ პრობლემის გადაჭრა კი, თავის მხრივ, განისაზღვრება ”ეკლესიისა და პოლიტიკი” საკითხის პრაქტიკული მოგვარებით. თავისი მსოფლმხედველობრივი მიდგომებისა და ძირითადი მიზნების შესაბამისად, პრინციპში ეკლესია აპოლიტიკური უნდა იყოს. მაგრამ პოლიტიკა (ყველაზე უფრო ხშირად სახელმწიფოს სახით) გამუდმებით ახორციელებს ზეწოლას მასზე. თავის მხრივ, ეკლესია ხშირად ცდილობს გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე და ფლობს კიდეც ამისათვის საკუთარ, სახელმწიფოსთვის მიუწვდომელ შესაძლებლობებს.” ასე იყო თავიდან, მერეც და ახლაც… (გავიხსენოთ მიქაელისა და ვახტანგ გორგასლის მაგალითიც ((ვახტანგ გორგასალი უბრალო ეპისკოპოსს მიქაელს კი არ ებრძოდა, არამედ ისეთ პირს, რომელიც ქალკიდონიანი მართლმადიდებლობის ბურჯი იყო საქართველოში))… ასეთ პრობლემას საერო და სასულიერო ხელისუფლებას შორის დავით აღმაშენებლის და თამარის დროსაც ჰქონდა ადგილი. ჯერ კიდევ გიორგი მერჩულემ წარმოაჩინა კურაპალატი (საერო კაცი) სუსტ არსებად წმინდა მამასთან (გრიგოლთან) შედარებით… აქ ამბობს ავტორი,რომ ”ნეტარი მამაჲ ჩვენი გრიგოლ პიტივცემულ იყო ზეგარდამო ღმრთისა მიერ. და ჟამთა მისთა არავინ ურჩ იყო სიტყვათა მისთა, უფროჲს ხოლო ხელმწიფენი მის ჟამისანი.” ხოლო ბოლოს სიამაყით დასძენს, რომ ”ხორციელად ძლიერსა ხელმწიფესა სულითა ძლიერთა კაცთა სძლიეს”…
დღესაც, როდესაც დასაწყისში ნახსენებ პრობლემაზე საუბრობენ, ხელისუფლების მისამართით ისმის ბრალდებები, რომ მოლაპარაკების პროცესში საპატრიარქო არაა ჩართული… არადა პრობლემა მართლა მოსაგვარებელია და ჩვენი კულტურის ბრწყინვალე ძეგლები განადგურების პირას მისული. ის მოთხოვნები, კი რომელსაც თურქული მხარე აკეთებს კარგად ასაწონ-დასაწონია და მისი შესაძლო შედეგები კი ახლავე გასაანალიზებელი…

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

One thought on “რელიგია- სულისათვის ლოცვა თუ დიდი პოლიტიკა?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s