გულისხმობს თუ არა გლობალიზაცია ჰომოგენიზაციას?!

რა დისციპლინასაც არ უნდა სწავლობდე, ვერსად აუვლი გვერდს ისეთ ყოვლისმომცველ ცნებას, როგორიცაა გლობალიზაცია. ალბათ ვერც ერთი ჟურნალი , გაზეთი თუ სატელევიზიო არხი ვერ იტყვის უარს ამ თემის გაშუქებაზე. ეს არის თემა, რომელსაც შეხვდებით ყველგან და აწი უკვე ყოველთვის… გლობალიზაციაზე საუბარს ვერც სოციოლოგიის გამოცდაზე ”გადავურჩი”, თუმცა ბრჭყალებში იმიტომ , რომ სწორედ მან გადამარჩინა 🙂
ერთ-ერთი სადავო საკითხი გლობალიზაციასთან დაკავშირებით იმაში მდგომარეობს, იწვევს თუ არა ის ჰომოგენიზაციას, ანუ კულტურულ გაერთფეროვნება-გაღარიბებას. ერთი შეხედვით , შეიძლება ისეც მოგვეჩვენოს, თითქოს გლობალიზაციის სახელით ცნობილი ეს პროცესი მართლაც გამაერთფეროვნებელია და ყოველივე ”გამორჩეულის” მტერი… თუ კარგად დავუკვირდებით, ყველაფერი პირიქითაა… სწორედ გლობალიზაცია წარმოშობს კულტურულ მრავალფეროვნებას. იგი იქცევა ერთგვარ სტიმულად და მტრის ხატად პატარა ერებისათვის, რომელნიც თავიანთი ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისათვის იბრძვიან. ზედმეტი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ გლობალიზაცია ყველაზე მეტად უქმნის საფრთხეს სახელმწიფოს სუვერენიტეტს და ერთაშორის ურთიერთობებს არა მხოლოდ სახელმწიფოებამდე დაიყვანს, არამედ რთავს მასში ინდივიდებს, ადამიენებს, რომლებიც ერთმანეთთან ინტერაქციის პროცესში ბიძგს აძლევენ კულტურული განსხვავებულობის წარმოქმნას. ის ურთიერთქმედება, რომელიც ამ ადამიანებს, კულტურებსა და სახელმწიფოებს შორისაა, შესაძლოა უზრუნველყოფდეს ამ კულტურების ინტეგრაციას , მაგრამ არანაკლებ დიდ გავლენას ახდენს თავად ამ კულტურებს შორის არსებულ სხვადასხვაობათა წინ წამოწევაზე. გლობალიზაცია არაა ცალმხრივი პროცესი და ბუნებრივია ურთიერთქმედებისას მხოლოდ ერთი მხარე ვერ მოახდენს გავლენას მეორეზე, ისე , რომ ამ ინტერაქციამ მის ღირებულებებზე არ იმოქმედოს…თუკი წარსულის მაგალითებსაც გადავხედავთ დავრწმუნდებით ზემოთ აღნიშნულის სისწორეში. ჯვაროსნები, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე, თავადაც ”იწვნიეს” აზიელთა გავლენა… სწორედ ამ პერიოდიდან ისწავლე მათ თუნდაც ჭამის წინ ხელების დაბანა, თეთრეულის გამოცვლა და ა. შ. თუმცა სულ სხვა იყო 8-9 საუკუნის წინანდელი მსოფლიო და ამ მხრივ, დღეს უფრო შორსაა წასული… თუ გავითვალისწინებთ ა. აპადურაის ე.წ. ”სქეიფებსაც”, სადაც იგი ამბობს, რომ მესამე სამყაროდან პირველისაკენ გადაადგილება ისეთივე აქტიურად ხდება, როგორც პირველიდან მესამესკენ, დავრწმუნდებით, რომ ეს პროცესი სულაც არაა გაერთფეროვნება .ამ შემთხვევაში უფრო ადგილი აქვს ორმხრივ ურთიერთობას, რაც სრულებითაც არ ნიშნავს ჰომოგენიზაციას.
ამავე დროს, არ ხდება ღირებულებათა ”დაკოპირება” და იგი მანამ ვერ შედის ახალ კულტურაში, სანამ არ ხდება მისი ადაპტირება მიმღებ კულტურასთან. ეს დაახლოებით ისაა, რასაც ”ბრიკოლაჟს” ეძახიან. იაპონური კულტურის ელემენტი შესაძლოა მისაღები იყოს ამერიკული საზოგადოებისათვის, თუმცა მისი ამ საზოგადოებაში დამკვიდრება არ მოხდება თავდაპირველი სახით.
შესაძლოა მიყვარდეს ”ჰამბურგერი”, მაგრამ ამავე დროს არც ტრადიციულ ხაჭაპურზე ვთქვა უარი. პირიქით, უფრო სავარაუდოა, რომ ”ჰამბურგერის მოძალება” ჩემში გააღვიძებს სურვილს საკუთარი (ამ შემთხვევაში ხაჭაპური) უფრო მეტად მიყვარდეს და ვუწევდე მას პოპულარიზებას.
დაბოლოს, როგორც შოლტე თავის ნაშრომში ამტკიცებს, გლობალიზაცია სულაც არ ნიშნავს ჰომოგენიზაციას… სწორედ ასე განისაზრვრება გლობალიზაციის მისეული მეორე შეზღუდვა , რასაც უმეტესწილად ვეთანხმები. ჩემი აზრით, გლობალიზაცია სულ სხვა რამეს ნიშნავს, რომელიც სრულებითაც არ გულისხმობს ჰომოგენიზაცია-გაერთფეროვნებას…

P.S. თქვენ შესაძლოა სხვა აზრი გაქვთ, მაგრამ მოცემული საკითხის ჩემეული შეფასება ასეთია. არ დავიწყებ იმის მტკიცებას გლობალიზაცია კარგია თუ ცუდი, რადგან ეჭვი მაქვს, რომ ამ საკითხს ვერასოდეს დავამტკიცებ ჩემი აზრისდა შესაბამისად. ნურც იმას იფიქრებთ, რომ გლობალისტი ვარ…

4 thoughts on “გულისხმობს თუ არა გლობალიზაცია ჰომოგენიზაციას?!

  1. რა კარგად მახსენდება სემინარები სოფო პეტრიაშვილთან, როდესაც მხოლოდ მე (და სავარაუდოდ სოფოც, რომელიც არ ამჟღავნებდა პირად დამოკიდებულაბს საკითხისადმი) ვიყავი გლობალიზაციის მომხრე. 39 კაცი მიმტკიცებდა, საფრთხეა საქართველოსთვისო :))
    კაი იყო პირველი კურსი.
    მომენატრა სოფო.

    • დიდი ხანი არ გასულა, რაც შესავლის სემინარებს მოვრჩი, მაგრამ მეც მომენატრა სოფო. საინტერესო სემინარები ჰქონდა. კარგად ესმის თავისი საქმე. 🙂
      ვერ ვიტყვი, რომ გლობალისტი ვარ, მაგრამ უფრო დადებითი პროცესი მგონია, ვიდრე – უარყოფითი…
      39 კაცზე გამახსენდა, მე რომ ვიცავდი თავს 45 რეალისტის თავდასხმებისგან. რატომღაც აფანატებენ ამ რეალიზმზე, და არ ვიცი რატომ 🙂

  2. რეალიზმზე იცი რატომ აფანატებენ? იმიტომ რომ სასწავლოს კურსის 60 პროცენტი რეალიზმის ქება-დიდებაა 🙂
    ასე რომ, ეგ არაა გასაკვირი 🙂

  3. კი, ვხვდები მაგას, ჩემი აზრით ეგ ცუდია, ყველა სკოლა , ასე თუ ისე, თანაბრად უნდა ისწავლებოდეს… 🙂 დაწყებული უოლციდან კისინჯერით დამთავრებული, უმეტესობა წიგნებიდან, რომლებსაც გავდივართ, რეალიზმის ქება-დიდება ისმის 😐 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s