”შუაღამე იწვის, დნება…”

გალაკტიონისა არ იყოს, ახლაც ”შუაღამე იწვის და დნება”… ჩემ თვალებს კი ოდნავადაც არ ეკიდებათ ძილი, ორი წელია ასე რომ მენატრება…ისე კი, ბევრი რამ მენატრება… ბავშვური გულწრფელობიდან დაწყებული, ჩემთვის ჩვეული ნებისყოფით დამთავრებული…
არ ვიცი რატომ, მაგრამ ბოლო დროს ვგრძნობ, რომ გადავაღალე, თან ძალიან გადავიღალე და ალბათ ვეღარანაირი დასვენება ვერ უშველის ჩემ გადაღლილობას… ფიზიკურ გადაღლილობას არ დავეძებ, სულიერი გადღლა ყოფილა ყველაზე საშინელი და მტკივნეული. გეჩვენება , რომ ცხოვრება დასასრულისაკენ მიდის, შენ კი არაფრის ძალა შეგწევს, რამე შეცვალო… გეჩვენება, რომ ცხოვრება გახდა მონოტონური, უაზრო და მუქი ფერებით დაბნელებული… გეჩვენება, რომ უკვე ფიქრიც კი გღლის და აზროვნებაც გიჭირს… წუხხარ, არ იცი წინ რა გელოდება, სევდა, შენი თანამგზავრიც კი დარდით კვდება და შენც ამ სევდასთან წილნაყარი დარდი გამძიმებს და გრთგუნავს.თითქოს არ იცი სად წახვიდე, სად ეძებო სულის ნავსაყუდელი…იცი რომ ადამიანს ეს არ შეუძლია და ისევ უაზროდ შეთხზულ ნაწერებსა თუ სტრიქონებში ცდილობ სულის სიმშვიდის მოპოვებას. თითქოს მომავლის გეშინია და კაცმა რომ თქვას, არც წარსულია მზესავით თბილი და ნათელი, მოგონებებს რომ შეეფარო. უაზრო რუტინა, ყველასთვის გამეტებული ღიმილი, ხოლო სანაცვლოდ ირონიული სახე და ამრეზილი თვალები… თითქოს გენანება საკუთარი თავი ამ ცხოვრებისთვის, ასე რომ გაგამწარა… კვლავაც გულში ჩაკლული სევდა და ტკივილი, მშრალი ტკივილი, რადგან მამაკაცური ინსტინქტი ნებას არ გაძლევს ცრემლი გდიოდეს… მუქი, მუქი ფერები და ძალზე გაღარიბებული ერთფეროვნება, ასე რომ გრთგუნავს… ზოგჯერ წერის სურვილიც კი გეკარგება, მაშინ კი ალბათ ყველაზე უფრო დიდი ხდება ტკივილი…
ყალბი პათოსი, უსახურ ადამიანთა ხატება და ფარისეველ-მწიგნობართა ურიცხვი არმია… მორალისტები, ”ვაი დემოკრატები”, ”სუფრა პატრიოტები”… რომელი ერთი ჩამოვთვალო… პარაზიტები და საზოგადოების წურბელები…მაგრამ არა, საზოგადოება თავადაა ყველაზე დიდი წურბელა… როდემდე? ყველაფერს რომ საზღვარი და დასასრული აქვს, კარგა ხანია ეჭვი გეპარება… ალბათ, მხოლოდ სიცოცხლეა ხანმოკლე და უდღეური… პრინციპში ალბათ მეტი არც გჭირდება, რადგან არც იმ მცირე დროში გაყრის ხეირს… რწმუნდები, რომ ზოგჯერ მართლა დგება მომენტი, როცა ”ასე დაღლილი სოცოცხლიდანაც კი გაქცევას არჩევ”… გაქცევას პირველ ყოვლისა ადამიანებისგან, სახელიღა რომ შემორჩათ მხოლოდ ადამიანის… მეგობრებისგან… მაგრამ ხვდები რომ ჭეშმარიტი მეგობარი არც არასოდეს გყოლია… ყველანი , დიახ ყველანი , პირში გიღიმიან და ალბათ ზურგს უკან შენზე გემრიელად ჭორაობენ… ენას იქავებენ და ალბათ შენს წაბორძიკებას ელოდებიან, რათა მარჯვედ დაგაცემონ… გეზარება და გეზიზღება ყველაფერი ფსევდო და შელამაზებული… ყველგან, ყველგან ეძებ სუფთა ადამიანს, მაგრამ ხვდები , რომ დღეს ყველას და ყველაფერს თავისი ნიღაბი აქვს აფარებული და იქედან გელაციცება… ვერავის უგებ, არავისი გესმის, შენი თავისა არ გესმის და აბა სხვისი როგორღა უნდა შეისმინო?! სული, სხეული და გონება – ყველანიო თავისკენ იქაჩებიან და ვერასოდეს ნახულობ გამოსავალს, საით წახვიდე… ვერ ხვდები რომელია კარგი, მაგრამ არა იმიტომ ,რომ ამაზე არ გიფიქრია… არა, ამაზე ფიქრია შეუძლებელი…
მე რომ ბოლომდე ადამიანი ვყოფილიყავი, თქვენ რომ ბოლომდე ყოფილიყავით ადამიანები, მჯერა უკეთ გავუგებდით ერთმანეთს… მაგრამ ცუდია, რომ მხოლოდ სიყალბეში, არაადამიანურობაში, ფარისევლობაში,შურსა და ამპარტავნებაში ვეჯიბრებით ერთმანეთს… სიცოცხლეს ვუმძიმებთ ერთმანეთს და ალბათ ამიტომაც გვინდა გაქცევა აქედან… სააქაო ჯოჯოხეთად ქცეული დედამიწიდან… მაგრამ კვლავაც არსაით არსებობს ”გზა ხსნისა”…

P.S. საღამო ხანს ქარი ამოვარდა, ახლაც ქარი ქრის ნაძალადევად, თითქოს არც უნდაო ქროლა… თითქოს მხოლოდ იმისათვის ამოვარდა, ხეები რომ წააქციოს და ყველაფერი გაანადგუროს… ჩვენც ასეთ ქარს ვგავართ ადამიანები….

Advertisements

2 thoughts on “”შუაღამე იწვის, დნება…”

  1. აი,საოცრად მომეწონა.თითქმის მსგავს მდგომარეობაში ვარ ახლა მეც!
    გამკვირვებია,ვიფიქრე აქ კომენტარების არმია დამხვდებოდა.არ მეგონა თუ პირველი ვიქნებოდი!

  2. ჩემი კომენტარი აქ ზედმეტია.
    ვაღიარებ_გაღიარებ_ ნიჭიერი ხარ. ბევრს ფიქრობ ,ზომაზე მეტსაც , თუმცა ”ისე არის სავსე გრძნობით”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s