მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა კალენდრები

ვფიქრობ, საინტერესო იქნება გავიგოთ, რა სახის კალენდარი ჰქონდათ უძველეს ხალხებს. შევეცდები მოგითხროთ მათ შესახებ…

საკუთარი კალენდარი ჰქონდათ ძველ ეგვიპტელებს. იგი შედგებოდა 3 სეზონისაგან, თითეული კი გრძელდებოდა 4 თვეს. ამ კალენდარს მზის კალენდარსაც უწოდებენ. ეს სეზონებია:

  1. წყალდიდობის პერიოდი (ახეტი) – გრძელდებოდა ივლისის შუა რიცხვებიდან შუა ნოემბრამდე
  2. მზის ამოსვლის, აისის პერიოდი (პერეტი) – ნოემბრის შუა რიცხვებიდან მარტამდე
  3. გვალვის პერიოდი – მარტიდან ივლისის შუა რიცხვებამდე…

თვეები ძველეგვიპტელებთან აღინიშნებოდა  ნომრებით.  მაგ: წყალდიდობის პირველი, წყალდიდობის მეორე და ა.შ. ყოველი თვე შედგებოდა 30 დღისაგან…. დარჩენილი 5 დღე კი საერთოდ არ შედიოდა კალენდარში და უბრალოდ წლის ბოლო თვეს ემატებოდა. ახალი წელი აღინიშნებოდა 19 ივლისს. ეს იყო დღე, როცა ცაზე ვარსკვლავი ”სირიუსი” ამობრწყინდებოდა .  ეგვიპტურ თვეებს შესახებ არამეულ და ბერძნულ წყაროებში ასეთი სახელწოდებები აქვს :

  1. ტოტი
  2. პაოფი
  3. ხატირი
  4. ხოიაკი
  5. ტიბი
  6. მეხირი
  7. ფამენოტი
  8. ფარმუტი
  9. პახონი
  10. პაინი
  11. ეპიფი
  12. მესოპე

საინტერესო დასახელებები აქვს თვეებს შუმერულ კალენდარშიც. შუმერული წელიწადიც 12 თვისაგან შედგებოდა :

  1. ბაგარ-ზაგ-რაგ-რა
  2. გუდ-სი-სა
  3. სიგ-გა
  4. შუ-ნუმუნ-ა (თივის თვე)
  5. იზი-იზი-გარ-რა (ცეცხლის დანთების თვე)
  6. კინ-ინანა (ქალღმერთ ინანას მუშაობის თვე)
  7. დულ-კუგი
  8. აპინ-დუ-ა
  9. გან-გან-ედი
  10. აბ-ბა-ედი
  11. ზიზ-ა
  12. შე-გურ-კუდი ( მოსავლის აღების თვე)

ბაბილონური კალენდარი  :

  1. ნისანი (მარტი-აპრილის პერიოდი)
  2. აიარი
  3. სიმანი
  4. დუზი
  5. აბი
  6. ელული
  7. ტაშრიტი
  8. არახსამი
  9. კისლიმი
  10. ტებეტი
  11. შაბატი
  12. ადდარი

ძველი ებრაული კალენდარი (ჰგავდა ბაბილონურს, რაც ჩანს კიდეც თვეების სახელწოდებებითაც. ეს თვეებია :

  1. ნისანი(მარტი-აპრილი )
  2. იიარი
  3. სივანი
  4. თამუზი
  5. აბი
  6. ელული
  7. თიშრი
  8. მარხეშვანი
  9. კისლევი
  10. ტებეტი
  11. შაბატი
  12. ადარი

განსხვავებულად გამოიყურება ძველი სპარსული კალენდარი (მთვარის და მზის)

  1. ადუკანიში (საირიგაციო არხების წმენდა)
  2. ტურავახარა (გაზაფხული)
  3. ტაიგრაჩიში (ნივრის შეგროვება)
  4. გარმაპადა (  ძლიერი სიცხის დადგომა)
  5. დრნაბაჯიში
  6. ხარაპაშია ( თელის ეკალთა დაწვა (?)
  7. ბაგაიადიში ( ღმერთ მიტრას თაყვანისცემა)
  8. ვრკაჯანი (მაგრაჯანი) (მგლებზე ნადირობა)
  9. ასსიადია (ცეცხლის თაყვანისცემა)
  10. ანამაკა (უსახელო)
  11. ტვაიახვა
  12. ვიახანა

ვიახანას შემდეგ  ნაკიან წელიწადს შესაძლოა დამდგარიყო თვე,  რომელსაც საკუთარი სახელი არ გააჩნდა..

ძველი ინდური კალენდარი

ერა  – 1) ვიკრამა   ძვ.წ.აღ 58წ   2) შაკა   ახ.წ.აღ 58წ    3)გუპტა  ახ.წ.აღ 320წ

თვეები:

  1. ჩაიტრა (მარტი-აპრილი)
  2. ვაიშაკხა (აპრ.-მაისი)
  3. ჯიაიშტხა ( მაისი-ივნ.)
  4. აშადხა
  5. შრავანა
  6. ბხადრაპატა
  7. აშვინა ( სექტ. ოქტ.)
  8. კარტტიკა (ოქტ. ნოემ.)
  9. მარგაშირშა
  10. პაუშა
  11. მაგხა (იანვ. თებ.)
  12. პხალგუნა (თებერვალი -მარტი)

ჩინური კალენდარი

60 წლიანი ციკლი, რომელშიც თითოეული წელიწადი აღნიშნავს 12-დან ერთ-ერთ ცხოველს და თითოეული მათგანს განსაზღვრავს 5 ფერი (სტიქია)

  1. თაგვი
  2. ძროხა-ხარი
  3. ვეფხვი
  4. კურდღელი
  5. დრაკონი
  6. გველი
  7. ცხენი
  8. ცხვარი-თხა
  9. მაიმუნი
  10. მამალი
  11. ძაღლი
  12. ღორი

ფერები (სტიქიები)

  • ლურჯი (ხე) –  1, 2, 11, 12, 21, 22, 31, 32, 41, 42, 51, 52,
  • წითელი (ცეცხლის )  – 3, 4, 13, 14, 23 , 24, 33, 34, 43, 44, 53, 54,
  • ყვითელი (მიწა ) – 5, 6, 15 , 16, 25, 35 ,36, 45, 46, 55, 56,
  • თეთრი (მეტალი)- 7, 8,17,18,27,28,37,38,47,48,57,58,
  • შავი ( წყალი) – 9, 10, 19, 20, 29, 30, 39, 40 , 49, 50, 59, 60,

მაგალითად, 2000 წელი იყო დრაკონის და მეტალის, მე-17 ციკლიდან

საფრანგეთის რევოლუციის რასპუბლიკური კალენდარი

რესპუბლიკური კალენდარი საფრანგეთში მიიღეს სპეციალური დეკრეტით  1793 წლის 5 ოქტომბერს. კალენდრის ათვლის ტარიღად მიიჩნიეს ახალი ერის პირველი დღე, ეს იყო დღე რესპუბლიკის გამოცხადებისა- გრიგორიანული კალენდრის მიხ. 1792 წლის 22 სექტემბერი. კალენდარი შედგებოდა 12 თვისაგან, თითოეულში შედიოდა 30 დღე. დარჩენილი ხუთი დღისთვის  (ნაკიან წელიწადს 6) არსებობდა ”დამატებითი თვე”.. რესპუბლიკურმა კალენდარმა 1806 წლის 1-1ლ იანვრამდე იარსება.

  1. ვანდემიერი –  22/23 სექტ.-21/22 ოქტ.
  2. ბრიუმერი –  22/23 ოქტ. – 20/ 21 ნოემ.
  3. ფრიმერი –  21/23 ნოემ. – 20/22 დეკ.
  4. ნივოზი -21/23 დეკ.- 19/21 იანვ.
  5. პლიუვოზი – 20/21 იანვ.- 18/19 თებ.
  6. ვანტოზი – 19/20 თებ. -20/21 მარტი
  7. ჟერმინალი – 21/22 მარტი – 19/20 აპრილი
  8. ფლორეალი – 20/21 აპრ. – 19/20 მაისი
  9. პრერიალი – 20/21 მაისი – 18/19 ივნისი
  10. მესსიდორი – 19/20 ივნ. – 18/19 ივლ.
  11. თერმიდორი – 19/20 ივლ. – 17/18 აგვ
  12. ფრუქტიდორი – 18/19 აგვ. – 16/17 სექტ

საფრანგეთის რევოლუციურ კალენდარში თარიღების გადაყვანისათვის  დააჭირეთ აქ..იმედია მაქვს, მსოფლიო კალენდრებში ეს პატარა ესკურსი საინტერესო იყო.  თარგმნის დროს, შესაძლოა, დაშვებულ იქნა რამე შეცდომა, რაც არ არის გამორიცხული.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s