მსგავსება-პარალელები მიტილენურ და კოლხურ დებატებს შორის

არ მინდა ბევრი ვილაპარაკო  და შევეცდები ამ შემთხვევაში დიდი ადამიანების სიტყვებით გადმოვცე ჩემი სათქმელი… მოკლედ, მოვილიე რა ძირითადი გამოცდები, დროც მომეცა , რათა თაროდან თვალის და გულის გასახარელი წიგნი გადმომეღო და წამეკითხა.. ჰოდა, ამ პოსტის დაწერის იდეაც მაშინ გამოჩნდა… როცა ლაზთა მეფე გუბაზის მკვლელობასთან დაკავშირებით გამართულ კოლხურ დებატებს ვკითხულობდი, ადვილად დავინახე მსგავსება ერთის მხრივ, კლეონისა და აიეტის, ხოლო მეორეს მხრივ დიოდოტესა და ფარტაძის სიტყვებს შორის… (ბუნებრივია, კოლხური დებატები პირველად არ წამიკითხავს, მაგრამ ამაზე ფიქრისთვის აქამდე ნამდვილად არ მეცალა) მოვიყვან პარალელებს და თავად დარწმუნდებით , რაოდენ დიდია მსგავსება ბერძენ და კოლხ დიდებულთა გამოსვლებს შორის..

  • კლეონი :  ” ძალიან ხშირად სხვა შემთხვევებში და ახლაც მე დავრწმუნდი, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოს არ შეუძლია იბატონოს სხვა ქვეყანაზე და მით უმეტეს ვრწმუნდები დღეს, როცა ვხედავ, როგორ იცვლება თქვენი დამოკიდებულება მიტილენელთა მიმართ…

აიეტი  :  ” გაქრა კოლხთა ძველი დიდება და ამიერიდან ვერასოდეს ვეღირსებით ძველებურად სხვაზე  ვმბრძანებლობდეთ...”

  • კლეონი:  ” მე ვინარჩუნებ  საკუთარ აზრს და მიკვირს იმათი, რომელთაც მიტილენელთა საქმე წარმოადგინეს ხელმეორედ განსახილველად, მოითხოვეს ამ საქმის გადადება, რაც ხელს აძლევს დამნაშავეებს და არა ჩვენ. ძალიან გამიკვირდება, თუ ვინმე დამარწმუნებს, რომ მიტილენელთა დანაშაული ჩვენთვის სასარგებლოა…”

აიეტი :  ” ნუთუ საჭიროა ყოყმანი და ბჭობა იმისთვის, რომ ბიზანტიელებს ამნაირი ვერაგობის წილი სამაგიერო უნდა მივუზღათ?  იქნებ ვინმემ დაამტიცოს, რომ ბიზანტიელებს ამის გარდა არაფერი ბოროტება ჩაუდენიათ ჩვენ წინააღმდეგ?”

  • კლეონი : ” იმის ნაცვლად , რომ საქმე გააკეთოთ , სხედხართ და ცდილობთ ვინ უფრო კარგ სიტყვას იტყვის და ნაცვლად იმისა, რომ ფაქტებს დაეყრდნოთ, ყურით მოთრეული ამბების მოსმენაში კარგავთ დროს და ფაქტიურად არ განიხილავთ საკმარისი ყურადღებით იმას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია…”

აიეტი: ” ნუთუ უარესი უგუნურება გაგონილა ამ ქვეყანაზე, რომ დავმსხდარვართ და ვმსჯელობთ იმაზე, მტრებად ჩავთვალოთ თუ მეგობრებად გუბაზის მკვლელები?”

  • კლეონი : ” მიტილენელებს აქვთ ავტონომია, რომელსაცვეპყრობოდით დიდი პატივისცემით და ამისდა მიუხედავად მაინც ასე მოგვექცნენ, ხომ არ არის ეს მათი მხრიდან დაგეგმილი აგრესია ჩვენ წინააღმდეგ? ”

აიეტი: ” განა იმიტომ მოგვიკლეს მეფე, რომ მათ წინაშე რამე მტრობა ჩაგვიდენია? არა, მათ ხომ ეს ხასიათი აქვთ.. ამნაირი ხასიათი სიმხეცისა, სიძულვილისა, სიგიჟისა?” პარალელები დიოდოტესა და ფარტაძის სიტყვას შორის:

  • დიოდოტე: ” ერთიც და მეორე  მხარეც ცდილობს ხალხის  მოტყუებას, რათა მათ ჩაუნერგოს საკუთარი თავისადმი რწმენა. მართლაც , როგორც არ უნდა საიდუმლოდ ატარებდეს თავის სარგებელს ორატორი, ჩვენი ვალია ვიყოთ შორსმჭვრეტელნიდა გამოვავლინოთ იგი, რადგანაც ჩვენი ვალია პასუხი ვაგოთ  ჩვენს  რჩევებზე. მრჩეველიც დაისიც, ვინც ამ რჩევას ეყრდნობა, თანაბრად არიან ჩართულნი უვარგის შედეგებში…”

ფარტაძე: ” უძლეველი რამ არის მჭევრმეტყველება და ის თითქმის ყველას ამარცხებს, განსაკუთრებით კი იმას, ვისაც მანამდე არ განუცდია მისი ძალა. მაგრამ ეს არ სრულებით ნიშნავს იმას, რომ ამას ვერ დავუპირისპირებთ გონიერ მოსაზრებას, რომელიც საქმის ნამდვილ ვითარებას ემყარება. კარგად უნდა შევიგნოთ რაგინდა სასიამოვნოც არ უნდა იყოს ნათქვამი , იქედან ის უნდა ამოვარჩიოთ, არც მხოლოდ უმჯობესია…”

  • დიოდოტე: ” კლეონი გვთავაზობს პირადი ინტერესებისა და სამართლიანობის დაბალანსებასა და შერწყმას… მაგრამ ესენი შეუთავსებელი ფაქტებია… ”

ფარტაძე: ”აიეტი რომ მაცდურსა და შემპარავ სიტყვას მოგახსენებდათ, ვერც კი შეამჩნიეთ, როგორ მოსტყუვდით…”

  • დიოდოტე: ”ნუ მიანიჭებთ უპირატესობას ნურც თანაგრძნობას და ნურც გრძნობებს აჰყვებით…

ფარტაძე: ” ნუ ავყვებით მსჯელობის დროს მოწოლილ ბოღმასა და გულისტკივილს, რათა არ დავკარგოთუნარი მოსაზრებისა და ბუნდოვანი არ გავხადოთ ჩვენი მსჯელობა.” ამ მოყვანილი ციტატებით მე მინდოდა უბრალოდ მეჩვენებინა, რომ ქართული მჭევრმეტყველება არაფრით ჩამოუვარდება ბერძნულს,  პირიქით, ზოგჯერ ქართული უფრო სასიამოვნოდ იკითხება კიდეც…(შესაძლოა, ეს ჩემი სუბიექტური აზრია ) … ალბათ ბევრი პარალელი გამომრჩა, მაგრამ მიზანი ამ შემთხვევაშიც მიღწეულია… განსხვავებებზე შეგნებულად არ მისაუბრია… ზემოთ მოყვანილ ციტატებში ნათლად დავინახავთ კოლხური (ქართული) რიტორიკული სკოლის განვითარების მაღალ დონეს… უნდა გამოვტყდე, ფარტაძის სიტყვა 10 წელიწადზე მეტია რაც ჩემში აღფრთოვანებას იწვევს…  მან, ისევე როგორც დიოდოტემ, საკუთარ ხალხს სწორი არჩევანი გააკეთებინა. მართლაც რომ დიდია მჭევრმეტყველების ძალა. დღეს სამწუხაროდ ბევრ სასიკეთოს ვერაფერს ვიტყვი ამ კუთხით თანამედროვე საქართველოს შესახებ. ქართველებს მხოლოდ ლანძღვა-გინება (ერთმანეთის) შემოგვრჩა და უნიჭო პირფერობა.  სამწუხაროა… ერთს ცნობის სახით დავამატებ, იქნებ ვინმემ ეს პირველად აქ წაიკითხოს…ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნის მეორე ნახევარში , ეგრისში, ქალაქ ფაზისში (ფოთში) არსებობდა უმაღლესი სამეცნიერო-სახელოვნებო სკოლა , ”მუზათა ტაძარი,” სადაც ქართველ ახალგაზრდებტან ერთად სწავლობდნენ ბერძნებიც. ამ სკოლაში მიუღიათ უმაღლესი განათლება სახელგანთქმულ ბერძენ ფილოსოფოსებს –  ევგენიოსსა და თემისტიოსს…  იმ პერიოდში მოღვაწეობდა ასევე ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი ბაკურ იბერიელი, რომელიც სახელგანთქმული ბერძენი ფილოსოფოს-ნეოპლატონიკოსის ლიბანიოსის საყვარელი მოსწავლე ყოფილა…  

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s