«Одноклассники.-ს დამონებულნი საქართველოში …

პირველად ეს სიტყვა არც კი მახსოვს როდის გავიგონე… ვიქნებოდი ალბათ მე-2 ან მე-3 კლასში.. თუმცა 6-7 წლის შემდეგ, ეს სიტყვა სულ სხვა მნიშვნელობიტ აღიბეჭდა ჩემს ცნობიერებაში.. უნდა ვაღიარო, რომ ჩემი დებიუტიც სოც.ქსელებში სწორედ იქ შედგა… ეეხ, რამდენმა წყალმა ჩაიარა მას შემდეგ.. მე ნაწილობრივ მაინც ჭკუა ვისწავლე, ერთი მათგანი გავაუქმე, მეორედან კი დროდადრო , ინკოგნიტოდ ვზვერავ ხოლმე ხალხს…და ჯარგონის ენაზე რომ ვთქვათ, ”ვკაიფობ”…. არ გაგიკვირდეთ, თუ როდესმე თვით ”მონტესკიემ,” ან ”კანტმა” ”დაგგოსტოთ.” ეს მე ვარ ჩემო ძვირფასებო… და ალბათ იმასაც მიხვდებით, რომ «Одноклассники.-ზე ვსაუბრობ…
რამდენიმე დღის წინ, გადავწყვიტე კვლავაც შემეჭყიტა ჩემი არა ერთი უძილო ღამის ”ავტორში”….. როგორ გამრავლებულან აქაური ქართველები რა გვიჭირს ეგეთი პროგრესით რომ რეალურად ერი მრავლდებოდეს 🙂 4 მილიონიანი საქართველოდან , მგონი, «Одноклассники.-ზე 3ნახევარი მილიონია დარეგისტრირებული… რაღა გვიჭირს…
ყველაფერი კი იმან გამახსენა, რომ ამასწინ უნივერსიტეტის ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში , ფილოსოფიის კითხვით გართულს, ჯერ ”ძროხის ბღავილი,” ხოლო მერე ”ქათმის კაკანი” შემომესმა… ერთი გაფიქრება კი ვიფიქრე, ამ შუაგულ თბილისში და თან ისიც ვაკეში ძროხას რა უნდა -თქო, ვერც სადმე ახლო ტერიტორიიდან გამოეპარებოდა პატრონს მეთქი… გვიანღა მოვტვინე, რომ ხმა არც მეტი , არც ნაკლები, შუახნის ბიბლიოთეკარის წინ დადებული კომპიუტერიდან მოდიოდა… მივანებე თავი ჩემ საკითხავს და განგებ ბიბლიოთეკარის უკან მდებარე თაროებისკენ ვითომდაც წიგნის ასაღებად გავემართე… ის ის იყო ცალი თვალით უკან გავიხედე,რომ ამ ქალბატონმა თოხი მაგრად შემოჰკრა კომპის დესკტოპის შიგნიდან მომზირალ მწვანედ აბიბინებულ მიწას… უცებ გავიფიქრე: ”ვაი შენს პატრონს, ბიბლიოთეკაში მაინც არ იყო, 1 წიგნი მაინც წაიკითხე” – მეთქი. არადა დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანს რომ თხოვო, ეზოში ერთ ყვავილსაც ვერ გადარგავს და «Одноклассники.-ის ფერმაში კიდევ ეგზომ სათუთად ეპყრობა შვილივით ნალოლიავებ ვერდება და გვირილებს… ”ვაი შენს პატრონს…”
იმ საღამოსვე, ცნობისმოყვარეობით აღძრულმა, ჩემი ღამეული კოშმარების საიტზე კიდევ ერთხელ შევიხედე… დავათვალიერე ძველი ნაცნობები… ეეჰ, რა ”კარგია” ვირტუალური სამყარო… ყველანი ლექსებად და პოემებად იღვრებიან… გამოსჭვივის თინეიჯერი ქართველი გოგოს ”სულისშემძვრელი და გულსაკლავი” ტკივილი სიყვარულზე, სიცოცხლესა და მიჯნურთან ამბორის უაზრობაზე… სტატუსებიდან წაიკითხავთ ასეთ ”სიბრძნეებს” : ”ძაან ცუდად ვარ, ვკვდები და მიშველეთ რამეე, გთხოოვთ”… ვითომ შენც იყო რა სამშობლოსთვის დაჭრილი მებრძოლი და ოდნოკლასსნიკები კიდევ სამხედრო ჰოსპიტალი… ან კიდევ: ”მე ხომ ყველაფერი შენთვის მინდოდა”…. ანაც ასეთი ფრიად სამიჯნურო ლექსი : ” შენ მზის სხივი ხარ ცაში აჭრილი, აუხდენელი ფიქრი ოცნება, შენ სიყვარულის ანგელოზი ხარ, რომ არ მიყვარდე რა მეშველება…” ერთ-ერთი სასოწარკვეთილი იმასაც კი წერს : ” ცოხვრებაში არ ღირს გაეკიდო ქალს და ავტობუსს, რადგან შემდეგი აუცილებლად მოვა”-ო. ერთი ნაცნობი ”ვაჟკაცი” კიდევ რაყიფებს ემუქრება და მიჯნურს გასძახის : ” შენ სიყვარულში მე ვერავინ შემეცილება , და თუ გაბედავს ”სტოპრაცენტნი” შემეწირება”-ო…… მოკლედ, იღვრებიან ლექსებად და ამ დროს ერთი ლექსიც არ იციან ზეპირად და ლექსის თვითონ დაწერაზეც ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი.. უნდა ვაღიარო, რომ ჩემ დროს, ასე მთლად არ გაურეკავთ.. კარგ დროს გამოვასწარი…
ამ საიტზე თავისუფლად შეგიძლია მიუთითო შენს მისამართად ე.წ. «Южная Осетия»”… ისე რომ, ვერც ვერავინ მიხვდეს ეგ ” იუჟნაია ოსეტია” საქართველოს სამაჩაბლოა და არა მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების მქონე ცალკეული სახელმწიფო…
მოგვიმრავლდნენ ”ოდნოს ძერსკებიიი,” ”fashion ნაროდები,” ”ყველაზე საყვარლები,” ”თბილისელი პიდარასტები,” ან კიდევ ”cool people”-ები… ვაი, რა გეშველებათ!
მათხოვრობენ კომენტარებზე, ”აცენკებზე” ფორუმის ლექსებზე, ”ნადირობენ” სტატუსებზე…. არსებობს ოდნოს არაფორმალური წესები და მოლოდინები… -”დაგგოსტავენ?” -შენც მხოლოდ უნდა ”დაგოსტო”…
-ერთ ”ოცენკას” დაგიწერენ? – შენც ერთი ”ოცენკა” უნდა დაუწერო…
თუ ვინმე 5+ გაღირსებს და შენ კიდევ ფული არ გაქვს ეგ 5+ იყიდო, ორ ხუთიანს დაუწერ და ეგაა…
კიდევ ერთი ტენდენცია..
ქარტველი შინაბერების ნაწილმა, იმათ რომლებსაც ცხოვრებაში ხელი მოეცარათ და სასიძოების არჩევასა და თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცთა ლოდინით გადაიღალნენ, ახლა ”ოდნოს” მიაშურეს და იქ ცდილობენ თავის გასაღებას… იქნებ იქ მაინც მოგვემართოსო ხელი… პოზირებენ ნაირ-ნაირ ფოტოებში და თუ გაუმართლათ , ისიც 1000-ში ერთს , შეიძლება ერთ მათნაირ ბრიყვ ბერიკაცსაც გამოკრან ხელი… ”ცდა ბედის მონახევრეაო,” ხომ გაგიგიათ?…
აი მაგალითად, ქუჩაში თუ სურათს იღებენ, უკვე ვხვდები, რომეს სურათი ”საადნაკლასსნიკეა.” ისე, ჩვენში დარჩეს და ფოტოშოპიც კაი საშუალებაა.. ზოგი კანს ითეთრებს, ზოგი წარბების კორექციას მიმართავს… ზოგიც კიდევ – ფოტოეპილაციას… 🙂
მოკლედ, დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, გასათხოვარი, გაუტხოვარი თუ ცხრაჯერ განათხოვარი, მოსამართლე თუ პოლიტიკოსი, ჭკვიანი თუ დებილი, ყველანი ”ოდნოკლასსნიკების” იმ ერთიან და უზარმაზარ არმიას ეკუთვნიან… მალე ალბათ ამასაც არ იკმარებენ და ”ოდნოში” თავიანთ ძაღლებს და კატებს დაარეგისტრირებენ 🙂 რა იცით, რა ხდება…
სამწუხაროა, რომ დღეს ბევრისთვის ბევრისთვის ინტერნეტი ”ოდნოებთან” ასოცირდება… ასე განაგრძეთ ქართველებო… რა გიჭირთ.. მაინც ქართველები ვართ და ერთ უბედურებასაც ავიტანთ რა….
პ.ს. ისე, თუ ვინმემ რამე ვერ გაიგეთ და ჩემზე გაბრაზდით, რადგან ამ პოსტმა თქვენი თავი დაგანახათ, გირჩევთ ცივი წყალი დალიოთ.. ჩემთან არაფერი გესაქმებათ… მე კიდევ გავაგრძელებ როდესმე თქვენზე… მაგრამ ვიმედოვნებ, ცოტათი მაინც გამოსწორდება…

Advertisements

11 thoughts on “«Одноклассники.-ს დამონებულნი საქართველოში …

  1. მაგარი სნობიზმით გაჭედილი პოსტია, ყველაფერი რაც აქ ამ საიტის “გასაბანძებლადაა” მოყვანილი არანაკლები რაოდენობით და სიმძაფრითაა facebook-ზეც, მაგრამ, ეს ხო რუსული საიტია ე.ი. გოიმობაა და ყველა ვინც იქ არის დარეგისტრირებული გოიმია, რაც შეეხება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლ სახელმწიფოებად მოხსენიებას ეგ არამარტო ადნაკლასნიკებში არამედ ნებისმიერ რუსულ საიტზე თუ გამოცემაში ეგრეა, და ანუ რა გამოდის ყველაფერს იგნორი გამოვუცხადოთ, სირაქლემას პოზიცია დავიკავოთ და ტერიოტორიული პრობლემაც მოგვარდება, მანამდე კი თითის ჩვენებით და ამგავრი მარაზმული პოსტებით მოვიხსენიეთ ეს ხალხი, მხოლოდ იმის გამო რომ “დასაჯესთების” ან “დალაიქების” მაგივრად “დაგოსტვას” ან “დააცენკებას” იყენებენ,
    ვაი ვაიიი ტრაკში ვართ:ს:ს:ს

    • ჯერ ერთი, მე არ მითქვამს, რომ ადნაკლასნიკებში დარეგისტრირებულები ”გოიმები” არიან … მეორეც, როდესაც ამ პოსტზე ამბობ,რომ მარაზმია, არ გეჩვენება, რომ მარაზმად უფრო ეგ ადნაკლასნიკები იქცა კარგა ხანია?? და კიდევ , სნობიზმს თუ სადმე ხედავ აქ, ეგ ამ პოსტთან კი არა, უფრო წაკითხულის გააზრებასთან პრობლემის ქონის საკითხია.
      პ.ს. მე სად ვარ ის ვიცი, აი შენ სად ხარ ეგ შენი აზრია და ვერ შეგედავები.

    • მეც ჩემი აზრი მოგახსენე შენ მიერ დაფიქსირებულ აზრზე. როგორც წესი, სხვის აზრებს არ ვლაპარაკობ 🙂

  2. ,,მოგვიმრავლდნენ ”ოდნოს ძერსკებიიი,” ”fashion ნაროდები,” ”ყველაზე საყვარლები,” ”თბილისელი პიდარასტები,” ან კიდევ ”cool people”-ები… ვაი, რა გეშველებათ!
    მათხოვრობენ კომენტარებზე, ”აცენკებზე” ფორუმის ლექსებზე, ”ნადირობენ” სტატუსებზე…. არსებობს ოდნოს არაფორმალური წესები და მოლოდინები… -”დაგგოსტავენ?” -შენც მხოლოდ უნდა ”დაგოსტო”…
    -ერთ ”ოცენკას” დაგიწერენ? – შენც ერთი ”ოცენკა” უნდა დაუწერო…
    თუ ვინმე 5+ გაღირსებს და შენ კიდევ ფული არ გაქვს ეგ 5+ იყიდო, ორ ხუთიანს დაუწერ და ეგაა…
    კიდევ ერთი ტენდენცია..”

    ჰუჰუ, რა ზუსტად აღწერეე, ძალიან ვიხალისე :D:D

    ოდნოსთვის რომ ირებენ ფოტოებს ვხვდები ხოლმე ქუჩაში 😀 თუმცა ისიც უნდა ვაღიარო რომ FB-ზეც ხდება ბოლო დროს ისეთი რაღაცეები, რაც ადრე მხოლოდ ოდნო-ში თუ დაიშვებოდა.

    მე 2 წლის წინ დავრეგისტრირდი და 13 დღე მქონდა იქ პროფილი, დღემდე ვნანობ, ეგ რამ გამაკეთებინა! 🙂

    • აი ფეისბუქიც რომ ”ოდნოს” კვალობაზე მიდის, მაგანაც გადამაწყვეტინა გაუქმება… ფოტოსაც გააჩნია ისე, ამასწინ ისეთ უშინაარსო ფოტოს იღებდნენ, გამეცინა…

      აი ოდნოს პროფილის გაკეთებას რაც შეეხება, მეც ძალიან ვნანობ, … ერთი დადებითი რაც ჰქონდა, ის იყო, რომ 2 კარგი ადამიანი გავიცანი, დღემდე რომ რჩევას ვეკითხები და აზრებს ვუზიარებ… სხვა რა გითხრა, ბევრი დრო დავკარგე იმ უაზრობაში და მრცხვენია … : ) : (

  3. მე არავინ გამიცვნია ოდნოთი 🙂

    დროის კარგვას რაც შეეხება სწორედ მაგის გამო ვფიქრობდი ხოლმე FB-ს პროფილის გაუქმებაზე, მართლა დიდ დროს მაკარგვინებს… განსხვავება ისაა, რომ ოდნოში დროის დაკარგვა ღირებულს ვერეფერს მოგიტანს, FB-ზე კი ბევრად მნიშვნელოვანი რამეებით შეიძლება დაკავდე ვიდრე ,,გოსტების” თვალიერებაა და ა.შ. (დროის დაკარგვაში იმას ვგულისხმობ რომ რამდენჯერმე ვერ მოვახერხე სასემინაროდ მომზადება და კიდევ აქ ისე ჩუმად იპარება დროოო, 2, 3 საათი ისე მოდის ვერ ვიგებ, თანაც, ძირითადად 7-ზე ვარ ხოლმე ასადგომი) 🙂

  4. გეთანხმები, ფეისბუქიდან ბევრი ისეთი რამ გამიგია , რაც მეეჭვება წიგნებში კითხვით გამეგო…
    ნაცნობი სიტუაციაა, მეც 7-ზე ვდგები ხოლმე, მაგრამ საქმის ან ხშირად ბლოგის გამო 4-ზეც ვიძინებ ხოლმე 🙂

  5. ფეისბუქზე დაარსების დღიდან ვარ მგონი, ოდნოკლასნიკები 2 წლის წინ გავაუქმე. პრინციპში ფეისბუქზეც თამაშების გამო ვარ ძირითადად. შენ თამაშობ რამეს? ვიმეზობლოთ მონსტრების ფერმაში. :)))) ობიექტური პოსტია და სიამოვნებით ჩამოვიკითხე. წარმატებულ ბლოგინგს გისურვებ მეზობელო. 😉

    • მე კიდევ 13 თვე მქონდა ფეისბუქი აქსიომა… 1 კვირაზე ცოტა მეტია , რაც გავაუქმე… თორემ დაგიმეზობლდებოდი 🙂
      გმადლობ მეგობარ-მეზობელო 🙂 შენც ასევე, იმედია არ მოგვწყინდება პოსტვა და წერა 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s