უნივერსიტეტის ოთხთვიანი ეპოპეა (20/09/2010 – 20/01/2011)

დღეს ფრიად მნიშვნელოვანი თარიღია… ზუსტად 4 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში (აღარ ვაკონკრეტებ, ეს სახელი მხოლოდ ერთს ჰქვია :)) შევდგი ფეხი… დიდი ხანი ვაპირებდი ამ თემაზე დამეწერა, დღიურში , ბლოგზე თუ სხვაგან, მაგრამ ხან რამ შემიშალა ხელი , ხან რამ… ყველაფერი მაინც უნივერსიტეტამდე მიდის, მგონი თვითონ მან შემიშალა ხელი ამ თემაზე ”მემსჯელა” და ჩემი შთაბეჭდილებები მკითხველისთვის თუ ახლობლებისთვის გამეზიარებინა…
მაშ ასე, სანამ ეპოპეის უშუალო თხრობას შევუდგებოდე, აკადემიურ (თუ ადმინისტრაციულ, ეს დღემდე ვერ გავარკვიე ) რეგისტრაციაზეც მოგახსენებთ… ძლივს რომ მეექვსე კორპუსს მივაკვლიე და ასე თუ ისე, საკუთარი 12 წლის საკუთარი ტანჯვით აღებული ”ოქროს მედალოსნის ატესტატი” ვიღაცას ჩავაბარე, მეოთხე კორპუსისკენ გადამამისამართეს… იმ ჩემი ცოდვით სავსემ კი ასე დამმოძღვრა : ” ასე პირდაპირ იარე და მეოთხე კორპუსამდეც მიხვალო!” (მეთქი შენ იარე პირდაპირ, რაღა მე მიშვებ თქო)… იქ კიდევ ტუტორის კართან ატუზული მომავალი ”დიპლომატების” მცირერიცხოვანი არმია იდგა… საკვირველია და იმ 6-7 სტუდენტიდან, არც ერთი მომილანდავს ს.უ.-ზე… ეტყობა დაშინებულებმა და ანერვიულებულებმა ტუტორის სიტყვით, სამუდამოდ ან სულ მცირე 6 თვით მაიც დაივიწყეს ლეგენდად ქცეულ ს.უ.-ზე სწავლა… მე კიდევ სტენდზე გაკრული ”დასაშინებელი” სტატიაც არ წამიკითხავს… მოკლედ, ტუტორმა მარჯანიშვილზე, წიგნის მაღაზიისკენ გადამამისამართა, სადაც ჩემი ცხოვრების ბიბლიად და სამაგიდო(თუ ბალიშის ქვეშა) წიგნად ქცეული, ალექსანდრე დიდი რონდელის ”საერთაშორისო ურთიერთობები” შევიძინე…იმ საღამოდან მოყოლებული, ალბათ დღეც არ გასულა ეს წიგნი არ წამეკითხოს, ან თვალიც მაინც არ მომეკრას…არადა, როგორ მახსოვს, ჩემი ნათესავი რომ მამშვიდებდა, ნუ ჯავრობ, პირველი 2 თვე, არაფერს გააკეთებ და ”ეროვნულებით” გადაღლილი, მშვენივრადაც დაისვენებო… ასე აგიხდეთ ყოველივე ცუდი :)))
20 სექტემბრის მზიანი დილაც გათენდა და მეც ”თეთრი ტაძრისაკენ” მთელი შემართებითა და ენერგიით გავემართე.. უნივერსიტეტში პირველი დღე იყო ალბათ ყველაზე არეულ-დარეული დღე, რაც კი ჩემი ხანმოკლე ცხოვრებიდან მახსენდება… რექტორის მისასალმებელი სიტყვისა და სხვათა და სხვათა გამოსვლების შემდგომ, უაზროდ ბოდიალი დავიწყე, სანამ ჩემ ძველ-ახალ ნაცნობს შემთხვევით არ შევეჩეხე… საერთო თემები ბევრი გვქონდა განსასჯელი, ასე რომ სეირნობასა და საუბარში დრო ისე უცებ გაილია, რომ საინფორმაციო შეხვედრად წოდებულ შეხვედრაზეც დავაგვიანებდით, ჩვენთვის გამომსვლელთა ქართულ პუნქტუალურობას რომ არ ეშველა..

ისე , ქიმიის დიდი აუდიტორიის მოძებნამაც არ წაიღო მცირე დრო 🙂

This slideshow requires JavaScript.

თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ სახელისდა მიუხედავად, ამ შეხვედრამ უფრო დამაბნია და თავ-გზა უარესად ამირია :)) მაშინ ჯერ კიდევ არ შეეძლო გონებას იმდენის გარჩევა, რაში რამდენი კრედიტი უნდა აგეღო , რომ ბაკალავრი გამხდარიყავი… ერთი დასამახსოვრებელი ფაქტი კი ალბათ ის იყო, 450 დან 400-მდე კაცმა რომ აწია ხელი ლექტორის ნათქვამზე, საერთაშორისოზე ვის გინდათო… უცებ ის ცნობილი ფოტო გამახსენდა საფრანგეთის რევოლუციიდან, საბურთაო დარბაზში , ფიცის მიღებისას რომ ყველას ხელები აქვს აწეული :))

2 thoughts on “უნივერსიტეტის ოთხთვიანი ეპოპეა (20/09/2010 – 20/01/2011)

  1. ვაუ , ძალიან ზუსტი ინფორმაციაა!!! მეც ძალიან მიყვარს უნი ისეტი როგორიც არის!!! თუნდაც ფილოსოპიის გამოცდაზე ვერ გაარკვიონ რომელი მარი აბულაძე ხარ და ზუსტად 30 წუთით გვიან დიდი ჩხუბის მერე დაგაწყებიმომ წერა!!!!

  2. მარი შენ მაინც იცი, რომ მე სიმართლე მიყვარს, ჰოდა სიმართლეს ვწერ ხოლმე :))) შენი ამბავი ვიცი და ახლა რომ ვუკვირდები, სიცილი მივარდება :)))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s