სულის შემოდგომა, ანუ როგორ გაიფანტა ნისლი…

”უფლის გზას აცდენილნი… ადამიანები, რომელთაც სატანის ამბორი არჩიეს მაცხოვრის სიყვარულს. ან იქნებ ეძებდნენ კიდეც მაცხოვარს, მაგრამ ვიღაც ავანტიურისტმა გადაიყოლა უფსკრულში ყველა…უფსკრულში, საიდანაც არ არსებობს გზა ხსნისა” – ფიქრობთ ალბათ თქვენ, მაგრამ მე ამ სურათზე ჩემებური აზრი მებადება…

* * *
ნისლი იდგა ქალაქში, ხშირი კი არა, ძალზედ ხშირი… აი ისეთი, ჩვენთან კოლხიდაში რომ იცის ნაშემოდგომევს… ამ ქალაქის მკვიდრნიც ბედნიერად გრძნობდნენ თავს. ნისლი ფარავდა ყველაფერს….თავიანთ გაჭირვებას ვერ უყურებდნენ და აბა სხვისას როგორღა დაინახავდნენ?! არც ტკივილი აწუხებდათ, არც დამწუხრებულ იებზე ფიქრი… ნამზიურფერები ოცნებებიც არ იყვნენ მათი ხშირი სტუმრები… მითხარით, განა შეიძლება, ადამიანმა იცხოვროს , ”იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს” ?! ამიტომ, არც მათ დასცალდათ ”ბედნიერება”… ”ნისლს შიგნით ხარ? მაშინ შენშიც ნისლის მსგავსი უნდა იყოს რაღაც..” არ იყვნენ……
ჰოდა, ნისლიც გაქრა უგზო-უკვლოდ, ისე ანაზდად, როგორც კოლხეთის სამანებს ტოვებს ხოლმე ნაშემოდგომევს… დასრულდა ამ ხალხის ”ბედნიერება”…თითქოს პანდორას ყუთი გახსნესო, ყველაფერი ერთბაშად დაემართათ… აღარც იმედი ჩანდა სადმე.. და იცით, რა გადაწყვიტეს ამ ადამიანებმა? ყველას თვალები უნდა დაეთხარა, რათა კვლავაც ვერ გაეგოთ ერთურთის ავ-კარგი. ალბათ მათაც სჯეროდათ : то что я слышу, не имеет значения, важно то что я вижу, особенно когда закываю глаза…ყველამ იმ ერთის აზრი გაიზიარა, პირველად რომ ჩავარდა ”უფსკრულში”… (რა გიკვირთ, განა ჩვენი საზოგადოებაც ასე არ დადის სხვათა ჭკუაზე? ჩვენც ხომ ”სხვის დაკრულზე ბუქნაობა” გვიყვარს? ) გვიანღა მიხვდნენ, რომ არ ვარგებულა თვალებდათხრილი სიარული… ”ცოდვილიან მიწაზე ცოდვა ვის არ ჩაუდენია?”- გეკითხებით, ” errare humanum est” (შეცდომა ადამიანის თვისებაა) , მაგრამ მათ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს… ამიტომაც მიჰყვებიან ერთმანეთს ჯოხების ცეცებით, იქნებ სადმე მაინც გაიკვალონ გზა… თვალებში რომ ნისლი გიდგას, გიშველის რამე მაშინ? ”ჩემი თვალების ნისლი, შენი თვალების ნისლი… ფერისცვალება მთვარის…” ცუდად კი უცვლიათ ფერი ამ ადამიანებს… და მაინც არ მჯერა, რომ ეს იყო ფერისცვალება… ფერისცველება კაცისა , აი იქ უფრო ხდება, უკან რომ მოსჩანს,.,.. ვერ მიმიხვდით? იქ, ეკლესიაში.. მიწისა და ზეცის გასაყარზე…
ერთი რამ მაინც მწამს. ”კუპრში ქშენანი” არ მოელით ამ ადამიანებს, რადგან პირველი იმ ჯოხს გადებს ხრამზე, რომელზედაც სხვები , ასე თუ ისე, ტანჯვა-წამებით მაინც გაივლიან… ეს იქნება ბეწვის ხიდი… ხიდი, რომელზე გავლაც არც ერთ ჩვენგანს არ აცდება… უბრალოდ, ეს იყო იმ ქალაქის მკვიდრთა გზა საიქიოსკენ… ცოტათი განსხვავებული, მაგრამ მაინც შთამბეჭდავი… რას გაიგებ? ecce homo (ესაა ადამიანი)… როგორც მარტინ ლუთერ კინგი ამბობდა : WE KNOW THE WORDS, BUT DID WE GET THE MESSAGE?” ალბათ , არც ჩვენ გვესმის მათი… უკანასკნელად გკითხავთ, : ”გვესმის სხვისი? გვესმის განსხვავებული აზრი?”…… ვფიქრობ, რომ – არა!
პ.ს. დიდი კონსტანტინე ამბობდა, ”მოცალეობა და ფანტაზიააო შემოქმედების მკვიდრი მშობელი..” მე მოცალე არ ვარ, ამიტომაც ისევ საკუთარ ფანტაზიას დავეყრდენი… იმედია საკუთარი აზრი ნათლად გადმოვეცი… თუ არა, თავს ვიმშვიდებ, რომ : ”არ არსებობს თანხმობა იმ თანხმობაზე დიდი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობით მიიღწევა….”

ო. კობახიძე
2010, 9 აპრილი (მინიატურა დაიწერა პ. ბრეიგელის ”ბრმათა სვლის” მიხედვით : )

<blockquot

e>

Advertisements

2 thoughts on “სულის შემოდგომა, ანუ როგორ გაიფანტა ნისლი…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s