Alter ego, ანუ გზა საკუთარი სულისაკენ!!!

ეჰ, როგორ გარბის დრო… წლები, წუთები, წამები…გარბიან და მიფრინავენ შეუბრალებლად. გარბიან ფიქრის სიჩქარით და ოცნებებივით უკანმოუხედავად.. ტოვებენ და გვაშორებენ წარსულს, ჩვენ რომ შევქმენით..
ბევრჯერ მიფიქრია ყველაფერზე, რაზეც შეიძლება იფიქროს ადამიანმა და უწინარესად 18 წლის ახალგაზრდამ, მაგრამ ,ალბათ, მეტი ფიქრი და დაფიქრებაა საჭირო, რათა შეიცნო ცხოვრება და საკუთარი თავი, თავიანთი დადებითი და უარყოფითი მხარეებით თუ საინტერესო და იდუმალი, უცნაურობებით აღსავსე ასპექტებით…
”მე” – ეს არის სიტყვა, რომელსაც ვერ წვდებოდნენ და ვერ წვდებიან ქვის ხანაში თუ დღეს, კომპიუტერის ეპოქაში… რომაელებს უთქვამთ alter ego-ო და მართალიცაა. ჩვენში რამდენიმე ”ალტერი” სახლობს, სხვადასხვა პიროვნება.. ჩვენც, ჩვენის მხრივ, ზოგს ვართმევთ არსებობის უფლებას, ზოგს კი განვითარების ფართო ასპარეზს ვუთმობთ. (მაგალითად საკუთარი თავიც გამომადგებოდა..))
მინდა აღვნიშნო ისიც, რომ მარტოდმარტო ადამიანი უძლურია ცხოვრების წინაშე, და თუმცაღა ბევრი სიცოცხლეს გვიწამებს (ტრადიციული გაგებით), არავინაა ისეთი, მართლაც რომ ცხოვრებას ”გაგიწამებს” (რუსთველის გაგებით), ანუ წამად გადაგიქცევს…
არადა წამები ხომ შეუჩერებლად გარბიან და თან მიაქვთ წარსულის საიდუმლო ლაბირინთთა გასაღებები…ყველა ჩვენგანს აკლია ადამიანები , ჩვენ სულებს რომ შეეხიდებიან…არ არსებობს ადამიანი, რომელიც ყველა მხრიდან მოგიდგება და შეგიცნობს…ერთი ერთი მხრიდან გიცნობს, მეორე კიდევ-სხვა მხრივ.. ამ ადამიანთა სიმრავლეები არასოდეს კვეთენ ერთმანეთს… მართლა არ მინდა, ვინმე არსებობდეს, ვინც ბოლომდე ”შემიცნობს.” (”ოდეს ტურფა გაიაფდესო”, ხომ გაგიგიათ:)) უნდა გამოვტყდე(თ), რომ ხშირად საზოგადოება გვაფიქრებს და წინააღმდეგობის მუხტით გვკვებავს… ძალად ”ვდემოკრატობთ”, თორემ ქართველები უფრო შორს ვართ დემოკრატიისგან, ვიდრე მთვარე დედამიწიდან… სინამდვილეში , თავადაზნაურული მენტალიტეტი და ”აზიატობა” სისხლში გვაქვს გამჯდარი და ძვალში შეყინული… ვებრძვით ყველანაირ განსხვავებულ პოზიციას, ვახშობთ სხვათა აზრებს, უმრავლესობისგან გამდგარ ადამიანებს სატანისტებად ვნათლავთ, ამიტომაცაა, რომ ყველანაირ განსხვავებულს კარგად ვღებულობ, თანავუგრძნობ და ვემხრობი… ძალიან ვწუხვარ, რომ დღევანდელ, ვითომდა ”გლობალურად” მოაზროვნე ქართველ ახალგაზრდებშიც ასეთი დამოკიდებულება სანთლით საძებარია..:( ნაწილობრივ, მეც ასეთი ვიყავი და ცოტათი გამოვასწორე… მგონი გამომივიდა.:)) მოკლედ, ჩვენი საზოგადოება რახანია კრიზისშია…
ხშირად, ჩემი სულიც კრიზისშია.. რა ვქნა მერე? თავს ვერასოდეს ვიკლავ, იმიტომ , რომ ამასაც ცოდნა უნდა… და დიდი სიმამაცე… ისევ გამოსწორების გზებს ვეძებ, ვეძებ და კვლავაც ვეძებ…იცი, ზოგჯერ მხატვარი მინდა ვიყო, ჩემი ცხოვრება კიდევ ნახატი… რატომ? მხატვარს ბევრი შეცდომა შეუძლია დაუშვას ხატვისას.. ჩვენ კი, როცა ცხოვრებას ვძერწავთ თუ ვხატავთ, არც ერთი საბედისწერო შეცდომის დაშვება არ შეგვიძლია… მხატვარივით იმ ფურცელს ვერ ჩამოხევთ , რომელზეც ვხატავთ, რადგან მხატვრის ფურცელი გამოიცვლება, შენ კი ახალ ცხოვრებას აღარავინ მოგცემს თავიდან რომ დაიწყო და დახატო… ვერ ჩამოხევ, რადგან ხვდები, რომ ის ”ფურცელი” შენი ცხოვრებაა და უბრალოდ გენანება…
ისე ქართველმა კაცმა მცენარის , ყვავილის აყვავებასაც კი ”გახარება” უწოდა.. რა ლამაზია, არა? ადამიანთაგან განსხვავებით მცენარე სიცოცხლეში ერთხელ მაინც ხარობს ნამდვილად… ჩვენ??? ჩვენ კი მხოლოდ გამოგონილი ”ბედნიერებით” ვხარობთ… რომლის შენარჩუნება ცოტა ხნითაც გვიჭირს და არ შეგვიძლია…
დაბოლოს, რა ლამაზია სიცოცხლე და რა უმსგავსია… აღსავსე იმედებით და გაჟღენთილი სასოწარკვეთით… ლამაზია თუნდაც იმიტომ, რომ სიკვდილია მისი გვირგვინი! (ნუ შემომედავებით)
და მაინც, არ მინდა დავიჯერო, რომ სიცოცხლეა ერთადერთი გზა და სიკვდილი მისი ერთადერთი გამოსავალი…
პ.ს. დღეს ძალიან თბილოდა, მგონი თვითონაც გადაიწვა თბილისის მზე….

Advertisements

2 thoughts on “Alter ego, ანუ გზა საკუთარი სულისაკენ!!!

  1. ” რა ლამაზია სიცოცხლე………………………..
    შენნაირები ალამაზებენ მას, კარგი ხარ და თან ძალიან კარგი. უფალი გფარავდეს!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s